კახა ჩხეტიანი: ვიზებზე პრობლემა შეგვექმნა, მაგრამ "კუკეშს" არ ვადანაშაულებთ, რადგან ვიზებს კლუბი არ გასცემს

AutoSharing Option
"კუკეშთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა.

"კუკეში" კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და მართალი გითხრათ, არ გვეგონა, თუ ასეთი ანგარიშით დავამარცხებდით.

მინდა მათ სტუმართმოყვარეობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. სასტუმროში ყველა კარგად გვხვდება. არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.

მათ მსგავსად ჩვენს ფეხბურთელებსაც შეექმნა ვიზაზე პრობლემა. ვიზას თავისი რეგულაციები აქვს. ცოტა გვიან შემოიტანეს საბუთები, მაშინვე ფედერაციას დავუკავშირდით, ფედერაციამ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს მიმართა, მათ კი ეს უმოკლეს დროში მოაგვარეს.

ორ ლეგიონერზე ორი კვირის წინ შევიტანეთ
საბუთები, რომელთაც პრობლემები შეექმნათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამაში კლუბს არ დავადანაშაულებ, "კუკეში" არაფერ შუაში არაა, შეიძლება სხვა ორგანიზაციებზე იყოს პრეტენზია. 2 აგვისტოს შევიტანეთ საბუთები, გვითხრეს mail-ზე გადმოგვიგზავნეთო, სამჯერ გადავუგზავნეთ, მაგრამ პასუხს არ გვცემენ.

"კუკეში" კარგი გუნდია და ეს ანგარიში მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ბევრი მაგალითი გვაქვს, როდესაც პირველი შეხვედრა გუნდს უფრო დიდი ანგარიშით მოუგია და საბოლოოდ გამოვარდნილა ტურნირიდან. საქმეს სერიოზულად ვეკიდებით, გათავისებული გვაქვს რა მნიშვნელობის თამაში გვაქვს და მაქსიმალურად მობილიზებულნი ვიქნებით".

altუსაფრთხოება და ვიზები - ქუთაისის "ტორპედოს" ალბანეთში პრობლემები შეექმნა

alt"კუკეშის" მწვრთნელი: პირველი წუთიდანვე "ტორპედოს" მთელი ძალით შევუტევთ

alt"კუკეშის" პრეზიდენტი უეფას: დასაჯეთ "ტორპედო"!.. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვატყუა

მკითხველის კომენტარები / 10 /
P.S.ჩხეტიანს დიდი პლიუსი ასეთი კომენტარისთვის.ყოჩაღ!
კახა ქირია
13:22 16-08-2018
0
ბიჭებო ეგენი დღეს ბევრ რაღაცას იკადრებენ და არავითარ შემთხვევაში არ აყვეთ.როგორც იძახიან-"დაიკიდეთ"და თქვენ თქვენი თამაში ვითამაშეთ,ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ იმაზე რომ 5:2გაქვთ მოგებული.გადით მოედანზე როგორც 0:0.მაქსიმალური კონცენტრაცია.ღმერთი თქვენსკენ!
კახა ქირია
13:19 16-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული