"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" სტუმრად "კუკეშთან" 0:2 დამარცხდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 5:2 ჰქონდა მოგებული, პირველად გავიდა ამ ტურნირის პლეი-ოფში.

თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა და ზედმეტად შედეგზე გათვლილი დაცვითი სტრატეგია აირჩია, რამაც კინაღამ კატასტროფული შედეგი გამოიღო.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან
მე-16 წუთზე შეიქმნა, როდესაც რეჯინალდო ფლანგზე ხურცილავას გასცდა და მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. დრო გადიოდა, ალბანელები სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ და უხეშობა დაიწყეს.

შემდეგ კი რეჯინალდო  ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი აზაცკი იმყოფებოდა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" უფრო წინ აიწია, პირველი ტაიმისგან განსხვავებული თამაში წავიდა და ლანჩიმ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. მერე ისევ რეჯინალდო დატოვეს მცველებმა უმეთვალყურეოდ, მაგრამ საბედნიეროდ მან ვერ ივარგა და ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. 66-ე წუთზე ძარიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ცინცაძემ შეუშალა ხელი და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ტრავმაც მიიღო და შეცვალეს.

აქედან მოყოლებული "ტორპედომ" ისევ უკან დაიხია, "კუკეში" კი ნელ ტემპში უტევდა. უტევდა და კიდევ ერთხელ იხეირა - რეჯინალდო შცვლაზე შესულ გიგაურთან ბურთზე თამაშისას წაიქცა, არბიტრმა კვლავ თერტმეტმეტრიანი დანიშნა და რეჯინალდომ ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ მუსოლის ყუმბარისებრი დარტყმული ბურთი კვახსვაძე მოიგერია. მერე როინმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და თამაშიც დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და მასპინძელთა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა.

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

ელბასანი. "ელბასან არენა".
კუკეში - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)

კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია (შკოდრა 68), მუსოლი (პლაკუ 83), ეტემი (გირბია 52), ჰარბა, რეჯინალდო

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი


altარმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

altკახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

მკითხველის კომენტარები / 108 /
ძალიან ცუდათ ითამაშეს ეს რა იყო, არ შეიძლება ასე თამაში, მესამე გოლთან ახლოს სულ გვიტევდნენ, არ ჩათვალე გოლი პენალტი მოიგონეს თუ რა ქნეს ფაქტია 3:0მდე ცოტა დააკლდათ, ვაი მართლა ლუდგორეცთან რა მოხდება ვინ იცის
sandro 777
16 აგვისტო 2018 23:22
25
ტორპედოს ვულოცავ გასვლას,მაგრამ რაიყო ეს გადმოცემა,ჰამთელი მატჩის განმავლობაში ,ნახევარი წუთი თუ აჩვენა და მაშინაც ნაღდი გოლი არ ჩაფვითვალა მსაჯმა,თუ ამას ორ პენალტს დავუმატებთ,მსაჯობაზე რაღაცა ეჭვი გაგვიჩნდება,თუმცა როცა თამაშს ვერ უყურებ,რა უნდა ვთქვათ?
ამასობაში ზენიტმა მინსკის დინამოს 10 კაცით ორი გოლი გაუტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.ნავალოვსკი სადღაც 70 წუთზე შევიდა და ნახევარდაცვაში დადგა,მაგრან ეტყობა შორს არის ფორმიდან,ვერაფერს აკეთებს.
სოსო
16 აგვისტო 2018 23:06
1
მალადეც ტორბედოს გასვლაზე გუნდს რო 2 გოლს არ შაუთვლი და გახვალ მაინც გმირობააააააააააა
ლაშა
16 აგვისტო 2018 23:20
4
მსაჯი აუცილებლად უდნა დასაჯონ! 2 გოლი არ ჩათვალა და 2 მოგონილი პენალტი დადო.
111
17 აგვისტო 2018 09:26
2
მიმოხოლვას უყურე და რაც მსაჯობამ იკადრა ეს არის საზიზღრობა.... კიდევ კარგი ბიჭებმა ბოლომდე ითამაშეს და არ გატყდნენ ორი არ ჩათვლილი გოლი და ორი აფსურდული პენალტი და სტატიის ავტორს არ შერცხვა მაინც რა მოგივიდა რა უბედურება გჭირს რა ვაი ასეთ გასვლას შე დალოცვილო ფეხბურთის აზზრე თუ ხარ საერთოდ....? ერთი ამაზე მიპასუხე ბურთები რატო არ ჩაუთვალეს რომელი არ იყო ჩასათვლელი ან რომელი პენალი იყო იმ ორიდან? ჩემი აზრით მოიგებდა ტორპედო ამ მატჩს რო არა შვეიცარიელი-ალბანელი მსაჯი მოსყიდული. და ესეთ მსაჯს საერთოდ უნდა წაართვა ლიცენზია
EQUILIBRIUM
17 აგვისტო 2018 03:21
0
თამაში არ მინახავს და ვერც ვერაფერს ვიტყვი. ასეთ შემთხვევაში მსაჯობა რომ მიკერძოებული იქნებოდა, ეჭვი არავის გვეპარებოდა. ამის ფონზე შედეგი, რასაც მივაღწიეთ აშკარად დადებითია, მაგრამ შეცდომები სასწრაფოდ გამოსასწორებელია და ეს მანამდე უნდა მომხდარიყო. წინ ასჯერ უფრო ძლიერი გუნდი გველოდება და თუ რამე არ ვიღონეთ, მწარედ დაგვსჯის
: )))))))
17 აგვისტო 2018 09:28
0
ძაან მაგარია რომ პლეიოფში გავიდნენ, მაგრამ რა ცუდად ითამაშეს, მაგარია ულოცავ ტორპედოს, პროსტა რა აღტკინებულები ხართ, რა არის ძაან ცუდად ითამაშეს ტო და მსაჯის კიდე დასამცირებელი იყო !
berika
16 აგვისტო 2018 23:38
6
დაგვაწყვიტა ნერვები ეგ რა იყო. ეგრე უნდათ ამათს ლუდოგორეცს რომ გასცდნენ? ცოტა მეეჭვება სამწუხაროდ .
ტოტტი
16 აგვისტო 2018 23:01
23
ლუდოგორეცი შეჭამს ამათ ძვლებიანად, რა გიხარიათ კუკეშის კარში 0 დარტყმა?
gio
17 აგვისტო 2018 07:42
19
თბილისზე და დინამოზე რატომ გაქვთ სულ აქცენტი?! მე თბილისელი ვარ და პირველი რიგში დინამოს გულშემატკივარი, მაგრამ დინამოსთან ერთად ევროპაზე ჩიხურასაც მთელი გულით ვგულშემატკივრობდი და ახლა ტორპედოსაც (მესხზეც ვიყავი).
ჯობია დინამოს თავი დაანებოთ და პრობლემები გაანალიზოთ. გუნდს გასვლაზე თამაში ძალიან უჭირს. 5-2ის მერე (იმ 2 გოლიდან 1 კვასხვაძემ აჩუქა, მეორე მსაჯმა) ასეთ სანერვიულო თამაშს არ ველოდი. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!
Burton
17 აგვისტო 2018 02:00
1
რა გჭირთ ხალხო? რა შუაშია დინამო აქ?! ესეთი მიდგომებით უფრო მეტი სიძულვილი არ ჩნდება? ქუთაისში სამჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ რას ქვია ტორპედოს არ ვუგულშემატკივრო? ან რატო არ უნდა ვუგულშემატკივრო? ესე დაყოფა არ გვარგებს , გავიდა გუნდი ევროტურნიზე? ყველა უნდა დავდგეთ ერთად , არ აქ მნიშვნელობა დინამოს გულშემატკივარი ხარ , სამტრედიის, გორის, ბათუმის თუ ჩიხურას ან კიდე სხვა დანარჩენის,, ვინც ევრო ტურნირზეა, უკვე იქ მარტო თავის კუთხეს და ქალაქს კი არა , მთელ ქვეყანას წარმოადგენს.../ მთელი გულით მინდა ტორპედომ გადალახოს ეს ეტაპი..../ ტელევიზიას კიდევ ერთხელ ვეტყვი რო უნდა რცხვენოდეს!!!! როგორ ველოდებიდი ამ თამაშს , გემრიელად ჩავუჯდებოდი ვუყურებდი მეგონა.../ იმედია სინდისი შეაწუხებთ და შემდეგ თამაშებს მაინც გვაყურებინებენ...
Vasili
17 აგვისტო 2018 01:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული