"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" სტუმრად "კუკეშთან" 0:2 დამარცხდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 5:2 ჰქონდა მოგებული, პირველად გავიდა ამ ტურნირის პლეი-ოფში.

თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა და ზედმეტად შედეგზე გათვლილი დაცვითი სტრატეგია აირჩია, რამაც კინაღამ კატასტროფული შედეგი გამოიღო.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან
მე-16 წუთზე შეიქმნა, როდესაც რეჯინალდო ფლანგზე ხურცილავას გასცდა და მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. დრო გადიოდა, ალბანელები სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ და უხეშობა დაიწყეს.

შემდეგ კი რეჯინალდო  ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი აზაცკი იმყოფებოდა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" უფრო წინ აიწია, პირველი ტაიმისგან განსხვავებული თამაში წავიდა და ლანჩიმ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. მერე ისევ რეჯინალდო დატოვეს მცველებმა უმეთვალყურეოდ, მაგრამ საბედნიეროდ მან ვერ ივარგა და ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. 66-ე წუთზე ძარიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ცინცაძემ შეუშალა ხელი და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ტრავმაც მიიღო და შეცვალეს.

აქედან მოყოლებული "ტორპედომ" ისევ უკან დაიხია, "კუკეში" კი ნელ ტემპში უტევდა. უტევდა და კიდევ ერთხელ იხეირა - რეჯინალდო შცვლაზე შესულ გიგაურთან ბურთზე თამაშისას წაიქცა, არბიტრმა კვლავ თერტმეტმეტრიანი დანიშნა და რეჯინალდომ ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ მუსოლის ყუმბარისებრი დარტყმული ბურთი კვახსვაძე მოიგერია. მერე როინმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და თამაშიც დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და მასპინძელთა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა.

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

ელბასანი. "ელბასან არენა".
კუკეში - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)

კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია (შკოდრა 68), მუსოლი (პლაკუ 83), ეტემი (გირბია 52), ჰარბა, რეჯინალდო

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი


altარმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

altკახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

მკითხველის კომენტარები / 108 /
დაცვითი ტაქტიკა გასაგებია. მაგრამ დროს გაწელვა პირველი წუთებიდან და მინდორზე გორაობა ძალზე სუსტი და მათხოვრული მენტალიტეტია. ეს უფრო მნიშნელოვანია. ამ მენტალიტეტს ბევრი ცუდი მოყვება. ეს მიუთითებს იმაზე რომ მწვრთნელს არ ააქვს ამის გაგება და მაქსიქუმს არასოდერს არ მიაღწევს თავის გუნდებთან.
მოსკოველი
17 აგვისტო 2018 09:24
1
სამარცხვინო ფეხბურთი ვითამაშეთ, ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !
superman
16 აგვისტო 2018 22:59
42
მადლობა ყველა ტორპედოელს,რომ არ გატყდნენ ჩვენს მიერ გატანილი ორი ნაღდი გოლის არ ჩათვლისა და ჩვენს კარრებში ორი გამოგონილი პენალტის დანიშვნის შემდეგ.
გიოშა
17 აგვისტო 2018 13:57
1
ეს კომენტარების წერა კაია, მაგრამ ეხლა მთავარია, ლოკომოტივზე რამდენი ადამიანი მივა... ეხლა უკვე ისეთი გადამწყვეტი თამაში იქნება რო გულშემატკივრის გარეშე ძალიან გაუჭირდება ტირპედოს, ხოდა უნდა გაივსოს ბოლომდე , გულშემატკვარმა უნდა მოიგოს შემდეგი თამაში..
Vasili
17 აგვისტო 2018 13:10
0
დინამო-ფეიენოორდი განმეორდა ერთი ერთში.
giorgi
17 აგვისტო 2018 11:32
0
ნუ ხართ ბოღმიანები. ყოჩაღ ტოპედო///
რევაზი
17 აგვისტო 2018 10:27
0
ვერ გავიგე თვითონ მწვრთნელი ამბობს ძალიან ცუდად ვითამაშეთო და ავტორისგან რა გინდათ? არ გამიხარდება მაგრამ ლუდოგორეცი რომ ამოტენის სახლშიც და სტუმრად ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? მე ფეხბურთს იმიტომ ვუყურებ, რომ სიამოვნება მივიღო და არა იმიტომ რომ როგორმე გაძვრეს შემდეგ ეტაპზე. ლოგიკურია კრიტიკა, რომ გუნდი არ ვარგა, აბა ქუთაისი რატომ უნდა მეჯავრებოდეს, ქართველები არ ვართ ყველანი?
დავით 67
17 აგვისტო 2018 01:48
7
ულვაში რა უყავით /? ასე ვერ გავფრინდებით
temo
16 აგვისტო 2018 23:15
12
ტორპედოს მეორე გოლი, სტატიაში საერთოდ არ არი ნახსენები თუ მე გამომრჩა?
ABC
17 აგვისტო 2018 15:01
0
ერთხელ მაინც ხო შეიძლება ნეგატიური კომენტარი არ დატოვოთ????ვუააა
ვუუუახ ჩემი
17 აგვისტო 2018 14:27
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული