"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" სტუმრად "კუკეშთან" 0:2 დამარცხდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 5:2 ჰქონდა მოგებული, პირველად გავიდა ამ ტურნირის პლეი-ოფში.

თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა და ზედმეტად შედეგზე გათვლილი დაცვითი სტრატეგია აირჩია, რამაც კინაღამ კატასტროფული შედეგი გამოიღო.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან
მე-16 წუთზე შეიქმნა, როდესაც რეჯინალდო ფლანგზე ხურცილავას გასცდა და მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. დრო გადიოდა, ალბანელები სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ და უხეშობა დაიწყეს.

შემდეგ კი რეჯინალდო  ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი აზაცკი იმყოფებოდა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" უფრო წინ აიწია, პირველი ტაიმისგან განსხვავებული თამაში წავიდა და ლანჩიმ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. მერე ისევ რეჯინალდო დატოვეს მცველებმა უმეთვალყურეოდ, მაგრამ საბედნიეროდ მან ვერ ივარგა და ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. 66-ე წუთზე ძარიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ცინცაძემ შეუშალა ხელი და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ტრავმაც მიიღო და შეცვალეს.

აქედან მოყოლებული "ტორპედომ" ისევ უკან დაიხია, "კუკეში" კი ნელ ტემპში უტევდა. უტევდა და კიდევ ერთხელ იხეირა - რეჯინალდო შცვლაზე შესულ გიგაურთან ბურთზე თამაშისას წაიქცა, არბიტრმა კვლავ თერტმეტმეტრიანი დანიშნა და რეჯინალდომ ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ მუსოლის ყუმბარისებრი დარტყმული ბურთი კვახსვაძე მოიგერია. მერე როინმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და თამაშიც დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და მასპინძელთა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა.

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

ელბასანი. "ელბასან არენა".
კუკეში - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)

კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია (შკოდრა 68), მუსოლი (პლაკუ 83), ეტემი (გირბია 52), ჰარბა, რეჯინალდო

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი


altარმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

altკახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

მკითხველის კომენტარები / 108 /
ტორპედოს მეორე გოლი, სტატიაში საერთოდ არ არი ნახსენები თუ მე გამომრჩა?
ABC
17 აგვისტო 2018 15:01
0
ერთხელ მაინც ხო შეიძლება ნეგატიური კომენტარი არ დატოვოთ????ვუააა
ვუუუახ ჩემი
17 აგვისტო 2018 14:27
2
ტორპედო ყოჩაღ!
სტატიის სათაური დამწერის ღვარძლიან ხასიათს ასახავს
ნიკ
17 აგვისტო 2018 14:21
0
მადლობა ყველა ტორპედოელს,რომ არ გატყდნენ ჩვენს მიერ გატანილი ორი ნაღდი გოლის არ ჩათვლისა და ჩვენს კარრებში ორი გამოგონილი პენალტის დანიშვნის შემდეგ.
გიოშა
17 აგვისტო 2018 13:57
1
"აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და სტუმართა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა".
რას ნიშნავს სტუმართა კარში ორო გოლის არჩათვლა?
zurab
17 აგვისტო 2018 13:21
1
ეს კომენტარების წერა კაია, მაგრამ ეხლა მთავარია, ლოკომოტივზე რამდენი ადამიანი მივა... ეხლა უკვე ისეთი გადამწყვეტი თამაში იქნება რო გულშემატკივრის გარეშე ძალიან გაუჭირდება ტირპედოს, ხოდა უნდა გაივსოს ბოლომდე , გულშემატკვარმა უნდა მოიგოს შემდეგი თამაში..
Vasili
17 აგვისტო 2018 13:10
0
მოგონილი 2 პენალტი, ორი 100% იანი არ ჩათვლილი გოლი...
ეს იყო გუშინდელი თამაში.

და ამ სტატიის სათაურს რაც შეეხება, ამ საიტზე ტორპედოს მიმართ ბოღმა სათაური უკვე მეორედ შევნიშნე ამ ბოლო პერიოდში და იქნებ დაიოკოთ პირადი გრძნობები პატარა ადამიანებმა :)
ირაკლი ჟორჟოლიანი
17 აგვისტო 2018 12:47
2
სტატიის ავტორს იმდენად რცხვენია რომ ეს დააწერინეს სახელსაც კი არ უთითებს რომელია
QT
17 აგვისტო 2018 12:44
0
ვაი, ასეთ გასვლასო, რომ წერთ ჟურნალისტები, კარგად ნახეთ კადრები, 100% იანი ორი გოლი არ ჩაუთვალეს ტორპედოს და 2 საეჭვო პენალტი დადვეს ქუთაისელთა კარში, მინიმუმ ფრე მაინც დამთავრდებოდა გოლები რომ ჩაეთვალათ ტორპედოსათვის, უკეთეს შემთხვევაში მოგებაც ეკუთნოდა ქუთაისურ კლუბს. ნუ გავიწყდებათ რომ ქუთაისის ტორპედო ქართული ფეღბურთის პრესტიჟს და სახელს იცავს ევროპა ლიგაზე და ის საქართველოს სახეს წარმოადგენს. ყოჩაღ პიჭებო!!! ქართველი გულშემატკივრების სახელით, ქართული ფეღბურთის ქომაგის სახელით, საქართველოს სახელით, მადლობა თავდადებისთვის და გმირობისთვის. ბატონ კახა ჩხეტიანს დიდი მადლობა, ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებისთვის.ჩვენ ქართული ფეღბურთის გულშემატკივარი ყოველთვის ვიდგებით ნებისმიერი ქართული გუნდის გვერდით, რომელიც საქართველოს სახელს იცავს.
წინ, უმძიმესი ორი მატჩი გველოდება ლუდოგორეცთან, ნებისმიერი ქართული კლუბის გულშემატკივარი, ვალდებული ვართ გვერდით დავუდგეთ ქუთაისის ტორპედოს და გავასოთ ლოკომოტივის სტადიონი, ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ტორპედოს.
თქვენ კი, ქუთაისის ტორპედოს ფეღბურთელებო....წინ!!! უეფას ჯგუფისთვის!!!
წინ!!! საქართველოსთვის!!!!
ირაკლი
17 აგვისტო 2018 12:10
0

ვულოცავ ქუთაისის ტორპედოს მოგებას,ქუთაისლებს და მთელ საქართველოს .
მე არ ვარ ფეხბურთის სპეციალისტი,მაგრამ მოვუწოდებ როგორც გულშემატკივარი ფეხბურთის ფედერაციას და პირადად კობიაშვილს გააპროტესტოს მსაჯების შეცდომები და მიაღებიონ სანქციები მათ წინააღმდეგ.არის ნიშნები რომ მსაჯები მესამე ქვეყნის მიერ იყვნენ მოქრთამული,ამას ისინი არ ერიდებიან მითუმეტეს სპორტში და თანაც Fეხბურთში.
vaivai
17 აგვისტო 2018 12:06
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული