"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" სტუმრად "კუკეშთან" 0:2 დამარცხდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 5:2 ჰქონდა მოგებული, პირველად გავიდა ამ ტურნირის პლეი-ოფში.

თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა და ზედმეტად შედეგზე გათვლილი დაცვითი სტრატეგია აირჩია, რამაც კინაღამ კატასტროფული შედეგი გამოიღო.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან
მე-16 წუთზე შეიქმნა, როდესაც რეჯინალდო ფლანგზე ხურცილავას გასცდა და მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. დრო გადიოდა, ალბანელები სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ და უხეშობა დაიწყეს.

შემდეგ კი რეჯინალდო  ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი აზაცკი იმყოფებოდა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" უფრო წინ აიწია, პირველი ტაიმისგან განსხვავებული თამაში წავიდა და ლანჩიმ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. მერე ისევ რეჯინალდო დატოვეს მცველებმა უმეთვალყურეოდ, მაგრამ საბედნიეროდ მან ვერ ივარგა და ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. 66-ე წუთზე ძარიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ცინცაძემ შეუშალა ხელი და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ტრავმაც მიიღო და შეცვალეს.

აქედან მოყოლებული "ტორპედომ" ისევ უკან დაიხია, "კუკეში" კი ნელ ტემპში უტევდა. უტევდა და კიდევ ერთხელ იხეირა - რეჯინალდო შცვლაზე შესულ გიგაურთან ბურთზე თამაშისას წაიქცა, არბიტრმა კვლავ თერტმეტმეტრიანი დანიშნა და რეჯინალდომ ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ მუსოლის ყუმბარისებრი დარტყმული ბურთი კვახსვაძე მოიგერია. მერე როინმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და თამაშიც დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და მასპინძელთა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა.

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

ელბასანი. "ელბასან არენა".
კუკეში - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)

კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია (შკოდრა 68), მუსოლი (პლაკუ 83), ეტემი (გირბია 52), ჰარბა, რეჯინალდო

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი


altარმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

altკახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

მკითხველის კომენტარები / 108 /
სულით და გულით ვულოცავ ტორპედოს და მის ყველა ქომაგს! მიზანი ამართლებს საშუალებას! მთავარია, მიზანს მიაღწია გუნდმა. მომავალში მეტი გამოცდილება და მეტი მოტივაცია ექნებათ! იცოდეთ, ბევრია თქვენი გულშემატკივარი საქართველოში და არა მარტო ქუთაისში! სულ წარმატებებით გევლოთ, ბიჭებო, თქვენს სასახელოდ და ჩვენს გასახარად!!!
N (თბილისელი)
16 აგვისტო 2018 23:28
2
მსჯაზე ვარესი ამ სტატიის ავტორმა გააკეთა ნამუსი არ გაქვს? არ გაგიხარდა? რა სათაური ეს ეგრე არ შეიძლება ბიძიკო
ბაღდათი
16 აგვისტო 2018 23:40
11
არ გვინდა ძმაო შენი დამადლებული სტატია აიგე ვაფშე
ლაშა
16 აგვისტო 2018 23:25
12
რატომ ასეთი ღვარძლიანი სათაური???, მოლოცვას ვერ იმეტებთ??? მგონი ძალიან გშურთ ტორპედო, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდა და თქვენ ჩვენ მოგვიწოდებთ სიძულვილის ენას და სხვა მსგავსი არ გამოვიყენოთ და თქვენ???
ჩოგანა გორელი
16 აგვისტო 2018 23:18
13
მე ვფიქრობ ღირსეულად გავიდა ტორპედო, 3 პენალტი გამოიგონა მსაჯმა (1 პირველ მატჩში) და მაინ ტორპედო გავიდა.
giorgi
16 აგვისტო 2018 23:03
0
თუ ფედერაცია ხარ მოთხოვეთ უეფას დასაჯოს ეს მექრთამე მსაჯი!!!! თუ არადა წადით სახლში. არ შეიძლება ქვეყნის ესე დამცირება რასაც ეს მსაჯები კადრულობენ!
zaza
16 აგვისტო 2018 23:24
3
ჩვენი ორი გოლი არ ჩათვალეს, ორი საეჭვო პენალი დაგვიდეს და კიდე ვაი ასეთ გასვლას ? ვაი სტატის ავტორს ვაი ასეთ მსაჯობას და ვაი უეფას თუ ეს მსაჰი თავის ბაკავოებიანად არ მოხსნა და მადლობა ტორპედოს.
QT
16 აგვისტო 2018 23:11
2
მტავარია ხო გავიდნენ და როგორ გავიდნენ არ მაინტერესებს, ლუდოგორეცტან სულ სხვა ტორპედო იქნება დარწმუნებული ვარ
ave
16 აგვისტო 2018 23:18
5
რაღა უნდა თქვა ასეთი ჟურნალისტი რო გეყოლება, სხვას რაღა უნდა მოთხოვო.... რათქმაუნდა კარგად არ უთამაშია ტორპედოს, უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდა თავიდანვე მაგრამ ორი თამაშის ჯამში ჩვენს კარში დადებული სამი პენლიდან რომ მინიმუმ ორი მოგონილი იყო არ მეთანხმება ჟურნალისტი????? ან დღეს ტორპედოს გატანილი ორი გოლიდან მინიმუმ ერთი რომ ჩასათვლელი იყო არც ამაში მეთანხმება???? გამაზული ქონდა ალბად ჟურნალისტს კუკეშის გასვლაზე :):):):)
sormona
16 აგვისტო 2018 23:06
3
რატომ არ გიყვართ ტორპედო? არ შეიძლება ასეთი უსამართლობა. ჯერ სათაურით დავიწყოთ - არ ხარ კარგი და ქართველი ჟურნალისტი. მგონი შური უფრო ჩანს. ასეთი თამაშით დინამო რომ გასულიყო გააღმერთებდნენ. თუნდა ნებისმიერი თამაშების მერე ყოველთვის მშრალად იწერებოდა ტორპედოს წარმატებებზე. როგორი სუსტი გუნდებიც არ უნდა იყვნენ, თავიანთ ქვეყნებში წარმატებული გუნდები არიან. უბრალოდ სირცხვილია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ტორპედოს ფეხბურთელებს და ჩხეტიანს - მათ ისტორია დაწერეს.
ani
17 აგვისტო 2018 00:49
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული