კახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

AutoSharing Option
ალბანურმა "პანორამამ" ევროპა ლიგაზე "კუკეშთან" ნამატჩევს ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელის კახა ჩხეტიანის კომენტარი გამოაქვეყნა.

პრესკონფერენციაზე ჩხეტიანმა თქვა, რომ დრამატული მატჩი იყო, მეორე გოლის გაშვების შემდეგ ეგონა გავარდებოდნენ და მეტოქემ თბილისში დაშვებული შეცდომები გამოასწორა.

"ბედნიერი ვარ, რომ შეხვედრა დასრულდა. უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით. "კუკეში" შექებას იმსახურებს. დღეს მათ ჩვენზე გაცილებით უკეთ ითამაშეს.

რაც შეხება გოლების გაშვებას, მოვლენების ასეთ განვითარებას არ გამოვრიცხავდით. მეორე გოლის გაშვების შემდეგ ტურნირიდან გავარდნის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ მოვახერხეთ პლეი-ოფში გასვლა.

ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც მთელი საქართველო გაახარა.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ორი ქვეყანა პარალელურად მიიწევს წინ და მინდა ალბანელებს წარმატებები გისურვოთ. ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო, მოწინააღმდეგემ კი საუკეთესოდ იასპარეზა. ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგი".

alt"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

altარმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩიხურა ამ ეტაპზე უკეთესი გუნდია ვიდრე ტორპედო,მიუხედავად იმისა ტორპედოს მეტი მაღალი ღირებულების ფეხბურთელი ყავს. ეს კი ჩიხურას მწვრთნელის პროფესიონალიზმის დამსახურებაა
იაგო
18 აგვისტო 2018 02:19
0
აუ რად უნდა ამდენი დიპლომატიურობა ფაქტია გუშინ ტორპედო დაჩაგრეს და ამაზე პასუხი ვინმემ უნდა აგოს აუცილებლად. 2 მოგონილი პენალტი და 2 გაუქმებული გოლის შემდეგ ჩვენ ვითამაშეთ ცუდადო ხოო?
roma
17 აგვისტო 2018 13:29
0
კახა ჩხეტიანს უსურვებ ჯამრთელობას,გაძლება მისცეს ღმერთმა. სასწაულია პირდაპირ მისი ფეხბურთელების ასეთ თამაშს რომ უყურებს და ჭკუიდან არ ირყევა.ასეთი თამაშის ყურებით დამაწყდა ნერვები.
chabuka
17 აგვისტო 2018 13:09
5
ბატონო კახა, რითი ხართ უკმაყოფილო ვერ გავიგე. 2 ას პროცენტიანი გოლი რა ჩაგვითვალეს და ორი ტყუილი პენალტი დაგვიდეს. ნორმალური მსაჯი რომ ყოფილიყო 2-0 უნდა მოგვეგო.
სტუმარი
17 აგვისტო 2018 13:00
1
ვულოცავ ტორპედოს და ყველა მის ქომაგს შემდეგ ეტაპზე გასვლას და შემდგომშიც წარმატებებს ვუსურვებ. იქნებ ვინმემ ახსნას 5:2 მოგებული თამაშის შემდგომ ალბანურ კუკესთან თუ კუკეშთან ( როგორც არის) "სტრესით ვითამაშეთ" რას ნიშნავს და რამ გამოიწვია ეს სტრესი?!
გიგა
17 აგვისტო 2018 12:38
0
ბიჯო ეს მოგზავნილი ხომ არაა, ერთი ორი სიტყვა მსაჯობაზე როგორ არ თქვა, ან მწვრთნელმა ეგ როგორ უნდა თქვა მეორე გოლის მერე გავარდებოდი მეგონაო.
Mmm
17 აგვისტო 2018 12:27
0
ვულოცავ ტორპედოს და მთელს საქართველოს! მარა მომკალით და ჩხეტიანის მწვრთნელობა არ გაიშვას
სიმართლე
17 აგვისტო 2018 11:19
2
ნოლი ხარ როგორც ტრენერი.. შერიფთან ხომ გამოჩნდა ამთამაშში კიდე უფრო ნათლად.. დიდი ხანი არ გიწერია ტორპედოში. არანაირი მოტივაციის მიმცემი არ ხარ ფეხბურთელებისთვის.. მომწონს თვითკრიტიკულად რომ აფასებ ხოლმე ტავს მაგრამ მარტო ეგ არაა სულ ასე იძახო თუ ხვდები შენთვითონვე რომ ვერ განაწყე გუნდი ვერ მოუხსენი დაძაბულობა სათანადო რჩევა დარიგებები რა გინდა მაშინ მანდ...
კუკესი იყო დაბალი დონის გუნდი!!! ეს შედეგი მოიტანა არასწორმა არჩეულმა ტაქტიკამ ტრენერის მხრიდან, რომელიც თვითონვე იყო მანდრაჟში და გადასდო ბიჭებს. მეგონა გამოვარდებოდითო ტრენერი რომ იტყვის რაღაზე ვილაპარაკოთ!!!
NIKA7
17 აგვისტო 2018 10:42
2
Vinc shen mtsvrtneloba dagabrala or bats ar unda gandobdes kaci
Gio
17 აგვისტო 2018 02:52
17
ჩემთვის გმირები ხართ მწვრთნელიდან და მეკარიდან დაწყებული სათადარიგოს ფეხბურთელით დამთავრებული. ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს ყველა გაგვახარა პლეიოფში გასვლამ. კიდევ ბევრი წარმატება მომელოცოს!
გუჯა კახაძე
17 აგვისტო 2018 02:29
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული