მიზეზი თუ რატომ არ აჩვენა "პირველმა არხმა" კუკეში-ტორპედოს მატჩი

AutoSharing Option
16 აგვისტოს ქართველი გულშემატკივარი ამაოდ ელოდა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "კუკეშისა" და "ტორპედოს" განმეორებითი მატჩის ტელეტრანსლაციას.

ჯერ კიდევ თამაშამდე ამასთან დაკავშირებით "ტორპედომ" განცხადება გაავრცელა:

"როგორც მოგეხსენებათ, მატჩის ტრანსლაციის უფლებებს მხოლოდ მასპინძელი კლუბი ფლობს, "კუკესის" გადაწყვეტილებით კი მატჩის სიგნალი გასხვისდა კერძო კომპანიაზე.

ეს კომპანია მატჩის ტრანსლირებას თავდაპირველად ყიდიდა 20 000 ევროდ, თუმცა "ტორპედოს" ჩარევის შემდგომ იგი წამოვიდა მოლაპარაკებაზე და სიგნალის 6 000 ევროდ გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვეცადეთ გაგვეხარებინა გულშემატკივარი და მატჩის ტრანსლაცია პირდაპირი
ეთერით შემდგარიყო, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერცერთ ქართულ კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ შედგა... ყველამ უარი განაცხადა ქვეყნის ჩემპიონი და ევროტურნირებზე ერთადერთი (!) ქართული კლუბის ტრანსლაციის ყიდვაზე".

საკუთარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით "პირველმა არხმა" დააფიქსირა:

"ქუთაისის "ტორპედო"-ალბანეთის "კუკესი" მატჩებთან დაკავშირებით, პირველი არხი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ალბანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ლიცენზიის გაცვლის შესახებ.

სამწუხაროდ, ალბანურმა კლუბმა ტრანსლაციის უფლებები გერმანულ სადისტრიბუციო კომპანიას მიჰყიდა.

ალბანეთის მაუწყებლის დიდი სურვილის მიუხედავად, მატჩების გაცვლა არ მოხერხდა, რადგან კლუბმა თავად აწარმოა მოლაპარაკება შუამავალ კომპანიასთან. თუმცა, 2018 წლის 9 აგვისტოს, მაუწყებელმა გადაიღო თამაში და უჩვენა ქართველ გულშემატკივარს, უფრო მეტიც, ორგანიზაციამ სიგნალი უსასყიდლოდ მიაწოდა ქუთაისის "ტორპედოს". კლუბმა სიგნალი გადასცა (მიჰყიდა) შუამავალ კომპანიას, რომელიც დღეს პირველი არხისგან ამ გუნდების განმეორებითი მატჩის ჩვენებისთვის თანხას ითხოვს, რაც ეწინააღმდეგება ორგანიზაციის რეგულაციებს.

განმარტებისთვის, არსებული წესის მიხედვით, პირველი არხი ნებისმიერ ლიცენზიას იძენს მხოლოდ უშუალოდ მფლობელისგან და არა შუამავალი (გადამყიდველი) კომპანიისგან".

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

alt"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

მკითხველის კომენტარები / 12 /
თქვე უნამისოებო 6 000 ევრო თითოს გაქვთ ხელფასი!!!! რა რომ არ გადაიცადეთ იმ ბიუჯეტის ფული ჩვენ რომ გაძლვთ??????????
Mamuka kvara
11:03 18-08-2018
0
ამიტომ არ ვუყურებ ჩვენი არხების გადაცემებს, და არც რიონის.
ქუთაისელი-2
18:15 17-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული