მიზეზი თუ რატომ არ აჩვენა "პირველმა არხმა" კუკეში-ტორპედოს მატჩი

AutoSharing Option
16 აგვისტოს ქართველი გულშემატკივარი ამაოდ ელოდა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "კუკეშისა" და "ტორპედოს" განმეორებითი მატჩის ტელეტრანსლაციას.

ჯერ კიდევ თამაშამდე ამასთან დაკავშირებით "ტორპედომ" განცხადება გაავრცელა:

"როგორც მოგეხსენებათ, მატჩის ტრანსლაციის უფლებებს მხოლოდ მასპინძელი კლუბი ფლობს, "კუკესის" გადაწყვეტილებით კი მატჩის სიგნალი გასხვისდა კერძო კომპანიაზე.

ეს კომპანია მატჩის ტრანსლირებას თავდაპირველად ყიდიდა 20 000 ევროდ, თუმცა "ტორპედოს" ჩარევის შემდგომ იგი წამოვიდა მოლაპარაკებაზე და სიგნალის 6 000 ევროდ გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვეცადეთ გაგვეხარებინა გულშემატკივარი და მატჩის ტრანსლაცია პირდაპირი
ეთერით შემდგარიყო, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერცერთ ქართულ კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ შედგა... ყველამ უარი განაცხადა ქვეყნის ჩემპიონი და ევროტურნირებზე ერთადერთი (!) ქართული კლუბის ტრანსლაციის ყიდვაზე".

საკუთარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით "პირველმა არხმა" დააფიქსირა:

"ქუთაისის "ტორპედო"-ალბანეთის "კუკესი" მატჩებთან დაკავშირებით, პირველი არხი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ალბანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ლიცენზიის გაცვლის შესახებ.

სამწუხაროდ, ალბანურმა კლუბმა ტრანსლაციის უფლებები გერმანულ სადისტრიბუციო კომპანიას მიჰყიდა.

ალბანეთის მაუწყებლის დიდი სურვილის მიუხედავად, მატჩების გაცვლა არ მოხერხდა, რადგან კლუბმა თავად აწარმოა მოლაპარაკება შუამავალ კომპანიასთან. თუმცა, 2018 წლის 9 აგვისტოს, მაუწყებელმა გადაიღო თამაში და უჩვენა ქართველ გულშემატკივარს, უფრო მეტიც, ორგანიზაციამ სიგნალი უსასყიდლოდ მიაწოდა ქუთაისის "ტორპედოს". კლუბმა სიგნალი გადასცა (მიჰყიდა) შუამავალ კომპანიას, რომელიც დღეს პირველი არხისგან ამ გუნდების განმეორებითი მატჩის ჩვენებისთვის თანხას ითხოვს, რაც ეწინააღმდეგება ორგანიზაციის რეგულაციებს.

განმარტებისთვის, არსებული წესის მიხედვით, პირველი არხი ნებისმიერ ლიცენზიას იძენს მხოლოდ უშუალოდ მფლობელისგან და არა შუამავალი (გადამყიდველი) კომპანიისგან".

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

alt"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

მკითხველის კომენტარები / 12 /
თქვე უნამისოებო 6 000 ევრო თითოს გაქვთ ხელფასი!!!! რა რომ არ გადაიცადეთ იმ ბიუჯეტის ფული ჩვენ რომ გაძლვთ??????????
Mamuka kvara
18 აგვისტო 2018 11:03
0
ამიტომ არ ვუყურებ ჩვენი არხების გადაცემებს, და არც რიონის.
ქუთაისელი-2
17 აგვისტო 2018 18:15
1
6 ათასი ევრო დაგენანათ თქვენ მართლა ფარჩაკებო,ბიძინასგან მაინც გესესხებიათ პროცენტით.
taso
17 აგვისტო 2018 14:56
2
სამარცხვინო საზოგადოებრივი მაუწყებელი!!!
Georgian
17 აგვისტო 2018 14:35
1
დაიხუროს საერთოდ პირველი არხი და ის თანხა გაჭირვებულებს მოხმარდეს. ამათ ჯერ კიდევ თანამედროვე მენეჯმენტი და პიარი ბიუროკრატიზმი გონიათ.
ნიკა
17 აგვისტო 2018 14:34
1
სირცხვილია!!!!! ახსნა-განმარტებები და მიზეზები არ ელევათ, მსოფლიო ჩემპიონატისას რამდენჯერ მოხდა მეორე ტაიმი დაგვიანებით რომ აჩვენეს რეკლამის გამო, თუ არ ვცდები შარშან საკალათბურთო დინამოს ევროტურნირის მატჩები რატომ არ აჩვენა არავინ , ასე გინდათ სპორტის პოპულარიზაცია. სამაგიეროდ დასაგიპნოზებელ თურქულ და ინდურ სერიალებს ხომ აჩვენებთ უპრობლემოდ!!!!!
გიგა
17 აგვისტო 2018 12:58
2
საწყენია, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაფერს ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნის და სურვილის გარდა! ფულის გათეთრების და ბიუჯეტის ათვისების საუკეთესო საშუალება!
სანდრო
17 აგვისტო 2018 11:15
0
კერძო კომპანიაა თუ სახელმწიფო, რა აზრი აქვს? გადაეხადათ და ეჩვენებინათ? პრობლემა ბორდშია, ყველა ლიბერალი რომ ზის და მათვის გეების და ფემინისტების თემაა პრიორიტეტი!!! მილიონებს ყლაპავენ და არ გაძღა ამათი მუცელი!!!
On
17 აგვისტო 2018 10:36
1
წადით თქვენი,თქვე უსისხლოებო.საზმაუს არ შეეძლო გაეშვა მეორე არხზე მაინც?
status quo
17 აგვისტო 2018 10:32
0
ამათ უფასოდ უნდათ ყველაფერი,საზოგადოებრივი ჰქვია ხომ,ფულს ხალხი იხდის,ხომ მერე თქვე ოჯახ აყვავებულებო ხალხს რატომ არ ეკითხებით რისი ყურება უნდათ,რას ბოდიალობენ,მართლა არაფერი გვეშველება,ასეა ყველა სფეროში,ხალხს არ ეკითხებიან თვითონ არ იციან ან ფეხზე ჰკიდიათ.
გოჩა
17 აგვისტო 2018 10:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული