გამდიდრების შანსი! - ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსები და სარეიტინგო ქულები

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

16 აგვისტოს ქუთაისის "ტორპედოს" მონაწილეობით ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა.

"ტორპედო" პირველ მატჩში შინ ანგარიშით 5:2 მოგების შემდეგ, სტუმრად ალბანეთში 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად გავიდა.

ამ ბარიერის გადალახვით ქუთაისელებმა არა მარტო სარეიტინგო ქულები შემატეს საქართველოს უეფას კოეფიციენტების რეიტინგში, არამედ კლუბის ბიუჯეტშიც საკმაოდ ნორმალური თანხა შეიტანეს.

მაშ ასე, შინ "კუკეშთან" გამარჯვების სანაცვლოდ "ტორპედომ" 0.25 ქულა მოიპოვა, ხოლო სტუმრად მარცხის გამო არაფერი ერგო.

აქ
ამდე საქართველოს 1.375 სარეიტინგო ქულა ჰქონდა, ამას დამატებული 0.25, რაც ამ დროისთვის 1.625 ქულა გამოდის, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი საქართველოს უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში 4.75 ქულა აქვს და 46-ე ადგილზე იმყოფება.

რაც უნდა მოხდეს, საქართველო 47-ე ადგილზე ქვემოთ ვეღარ დაიწევს, თუმცა ესეც იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ევროპა ლიგის პლეი-ოფს შემორჩენილმა ლევან ყენიას "დუდელანჟმა" უფრო არ წაიწია წინ. ლუქსემბურგის ერთადერთი წარმომადგენელი 16 აგვისტოს ვარშავის "ლეგიას" გასცდა.

ლუქსემბურგის მსგავსად, საქართველოსაც ერთი წარმომადგენელი შემორჩა ევროთასებს. ქუთაისის "ტორპედოს" წარმატების შემთხვევაში შეუძლია საქართველო რეიტინგში წინ საგრძნობლად წასწიოს.

ქართული კლუბების მიერ ევროთასებზე მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:

  • "ტორპედო" - 1 ქულა
  • "ჩიხურა" - 0.5
  • "დინამო" - 0.125
  • "სამტრედია" - 0

ახლა რაც შეეხება ფინანსებს, ამ დროისთვის "ტორპედოს" უკვე გარანტირებული 820 000 ევრო აქვს გამომუშავებული.

"ტორპედოს" მოპოვებული თანხები:

  • ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000 ევრო
  • ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 260 000
  • ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000

ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ანუ თუ "ტორპედო" პლეი-ოფში დამარცხდა, ის 300 000 ევროს მიიღებს, მაგრამ თუ ქვეყნის ჩემპიონი ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, მას პლეი-ოფში მონაწილეობისთვის თანხა არ ერგება, სამაგიეროდ... მანდ იწყება ყველაზე საინტერესო.

ევროპა ლიგის მონაწილეებისთვის განკუთვნილი თანხები (ჯგუფური ეტაპიდან ფინალამდე),
მოსალოდნელია, რომ 560 მლნ ევრო იქნება.

კლუბებისთვის განკუთვნილი თანხები 4 კატეგორიად იყოფა:

  • 25% - პირველადი გადახდები (140 მლნ)
  • 30% - ფიქსირებული გადახდები შედეგებისთვის (168 მლნ)
  • 15% - რეიტინგის მიხედვით გადახდები (84 მლნ)
  • 30% - მარკეტინგული წილის მიხედვით გადახდები (168 მლნ)

პირველადი გადახდები (140 მლნ)
ჯგუფში მონაწილეობისთვის "ტორპედო", როგორც ჯგუფის მონაწილე ყველა 48-ვე კლუბი, 2.62 მლნ ევროს მიიღებს.

ფიქსირებული გადახდები შედეგებისთვის (168 მლნ)
ჯგუფურ ეტაპზე მოგებისთვის კლუბი 570 ათას ევროს მიიღებს, ფრისთვის - 190 ათას ევროს.
გამოუყენებელი სახსრები გადანაწილდება ჯგუფის მონაწილეებზე პროპორციულად, მოგების რაოდენობის მიხედვით.

ჯგუფის გამარჯვებული 1 მლნ ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი - 500 ათას ევროს.

რეიტინგის მიხედვით გადახდები (84 მლნ)
ევროპა ლიგის შემთხვევაში ერთი წილი 71 430 ევროს შეადგენს. ყველაზე მაღალი პოზიციის მქონე კლუბი რეიტინგში 48 წილს (3.42 მლნ) მიიღებს.

მარკეტინგული გადახდები (168 მლნ)
ეს თანხები იმისდა მიხედვით გადანაწილდება, თუ სატელევიზიო ბაზრის როგორი წონა აქვს ასოციაციას, რომელსაც ემატება ადგილობრივ ჩემპიონატში მოპოვებული ადგილი, ტელევიზიებთან დადებული კონტრაქტები და ასევე, სხვა ბევრი ფაქტორი.

* * *
ჯერჯერობით ამ ინფორმაციით დავკმაყოფილდეთ. თუ ჩვენთვის სასიკეთოდ მოხდა და "ტორპედომ" ჯგუფური ეტაპიც გადალახა, მაშინ პლეი-ოფების შესახებ ინფორმაციასაც მოგაწვდით.

ახლა კი შევაჯამოთ - ყველაზე ცუდ ვარიანტში, ანუ თუ "ტორპედო" ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა, 1 120 000 ევროს გამოიმუშავებს, რაც დღევანდელი კურსით 3 303 779 ლარია.

მაგრამ თუ "ტორპედო" ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ის მინიმუმ 3 440 000 ევროს გამოიმუშავებს, რაც დღევანდელი კურსით 10 150 555 ლარია. თან ეს იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისელები ყველა მატჩს წააგებენ ჯგუფში. მოგებისა და ფრისთვის დამატებითი თანხებია, რომლებიც შეგიძლიათ შედეგებისთვის ფიქსირებულ გადახდებში იხილოთ.

ამასთან ერთად, ქართულ კლუბს შესაძლოა კიდევ დაურიცხონ თანხები უეფას სხვადასხვა ფონდიდან.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, "ტორპედოს" კარგი შანსი აქვს, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერ კლუბად, რადგან დღევანდელ ფეხბურთში ფინანსური სტაბილურობა წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

altუეფა და ფინანსები - რამდენს მიიღებენ ქართული კლუბები ევროთასებზე


alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

alt"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!



Sportall.Geექსკლუზიურად hotsale.ge-ზე! ითამაშეთ ბოულინგი ყველაზე კარგ ფასად ყველაზე კარგ პირობებში. წყნეთის "კოპალა" / kopala გელით!

მკითხველის კომენტარები / 13 /
მთავარია ყრუ დაცვაში არ ჩადგნენ იმიტომ რომ ეს არაა მათი თამაში და აუ ილებლად წააგებენ, წინ ტორპედო!!!
გიო
19 აგვისტო 2018 11:35
0
ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეეთი დიდუ რა ბევრია :)
irakli81
19 აგვისტო 2018 10:51
1
მთავარია "მანდრაჟით" არ ითამაშონ
მე მჯერა ქუთათურები გავლენ!
ნიკ
18 აგვისტო 2018 20:10
2
ჯგუფში თითო ფრე და მოგება რამდენი ქულაა?
oz mercxali
18 აგვისტო 2018 17:35
1
ობიექტურად "ლუდოგორეცი" "ტორპედო"-ზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ქუთათურებს შეუდარებლად მეტი მოტივაცია გააჩნიათ და არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით - ისინი ხომ ევროპაში გასაჭრელ ფანჯარასთან ერთი ხელის გაწვდენაზე არიან. ბურთი მრგვალია და ფეხბურთში ყოველთვის ძლიერი ვერ იმარჯვებს, ამასთან თუ ქუთაისურმა ტორპედომ ბულგარული გემიც ჩაძირა, ვიღას უნდა მოუტრიალდეს ენა იმის სათქმელად, რომ უძლიერესმა არ გაიმარჯვა?!... ქართული კლუბისათვის ყველაზე დიდი ხიფათის შემცველი კი მაინც ევროფეხბურთის მამების პოზიციაა გაუმართავი საფეხბურთო ინფრასტრუქტურების მქონე ქვეყნების მიმართ და თუ ჩვენი ფეხბურთელები ამ ფსიქოლოგიურ წნეხსა და სავარაუდო არაობიექტურ მსაჯობას გაუძლებენ, შანსი აუცილებლად ექნებათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს, რომ "ტორპედო" უბრალოდ არ დაგვიჩაგრონ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
მ.ტ.
18 აგვისტო 2018 13:53
0
ძალიან სასიხარულოა ტორპედოს გასვლა ევროპა ლიგის პლეიოფში! არ ველოდი რომ გუნდი რომელსაც საკუთარი ნორმალური სტადიონი არ აქვს და სახლში ვერ თამაშობს ასე შორს წავიდოდა ევროპაში. ბავშვობაში მამას დავყავდი თბილისის დინამოს თამაშებზე და დინამოს გულშემატკივარი ვარ და ვიქნები, მაგრამ დღეს სულით და გულით ტორპედოს ვგულშემატკივრობ ევროპა ლიგაზე. მჯერა სასწაულების და კონკიას ბედის. გამარჯვებას ვუსურვებ ტორპედოს, ქუთაისს და ქართულ ფეხბურთს!
ლუკა
18 აგვისტო 2018 06:10
1
მიდი ტორპედო,მიაწექი...
status quo
18 აგვისტო 2018 02:52
2
მიდი ტორპედო,მიაწექი...
status quo
18 აგვისტო 2018 02:52
1
ჩვენც გაგვიმართლა კიიყვნენ ერთი ორი შეიძლება ლუდოგორეცზე სუსუტი გუნდი მაგრამ ბეშიქთაშს სევილიას და სხვებს ჯობიაა უიმედოთ არ ვართ.არის შანსი ყველაფრის.ის ე ფიფია შე დალოცვილო რაც ის ბავშვები ნიორ ნაქუჩარად ყიდე მინიმუმ 10 მილიონს მაინც ხო მოგიტადნენ?ერთ ორ ლეგიონერზე ტუ გაიმეტებდი კიდე ფულს.
xoneli
17 აგვისტო 2018 22:55
1
ეს ყველაფერი ლუდოგორეცმაც იცის და ტუჩებსაც ილოკავენ უკვე. თან რა ტკბილი და ადვილად მოსანელებელი ლუკმა შეხვდათ პლეი-ოფში, იფ იფ იფ ))))
vaxo
17 აგვისტო 2018 18:18
36
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული