თბილისის "ნიკემ" საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ "ნორჩ დინამოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 26-ე წუთზე ანგარიში "ნიკეს" ფეხბურთელმა ანა პოღოსიანმა გახსნა. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა 78-ე წუთზე მარიამ ბასილაძის გოლით შეძლეს. მასპინძელთა მხრიდან კი გამარჯვების ბურთი 84-ე წუთზე თეონა თოდაძემ გაიტანა.
მოპოვებული სამი ქულით "ნიკემ" 47 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.
თბილისი
ნიკე - ნორჩი დინამო 2:1
გოლები: 1:0 პოღოსიანი (26),
მსაჯები: დავით ფიფია, კახა კახაბერი, გურამ ანიაშვილი
ნიკე: გაბელაია, ეჯიბია, თოდაძე, ნ. დანელია, კოჭლამაზაშვილი, ბოლქვაძე (46" ნარსია), ბებია (90" გოჩელაშვილი), ხანდაზიანი (70" აკობიძე), მწყერაშვილი (60" დიმოპულო), პოღოსიანი
სათადარიგო შემადგენლობა: ჭაბაშვილი, ხარაიძე, სხირტლაძე
მთავარი მწვრთნელი: ნინო პასიკაშვილი
ნორჩი დინამო: კომლაძე, ქადაგიშვილი, გოგიჩაიშვილი, გურიელიძე, ბაბაიანი, ანთაძე, ბასილაძე, ხარაიშვილი, ჭუჭულაშვილი, ოკჰარა (85" ფეროიანი), ლომთაძე
სათადარიგო შემადგენლობა: მომოტოვა, ელოშვილი, ახობაძე, მოდრეკილაძე, მოზაიძე, ქარდავა
მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი
* * *
მე-17 ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: "მართვე" - თბილისის "თბილისი" 3:3, "ივერია" - "ლანჩხუთი" 0:5, "სამეგრელო 2017" - "კოლხეთი ხობი" 1:1, "გორი იუნაიტედი" - "დინამო ბთ" 0:9.საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2018 წლის სეზონის დასკვნითი, მე-18 ტური 25 აგვისტოს გაიმართება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით