თბილისის "ნიკე" საქართველოს ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!

AutoSharing Option
20 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის XVII ტურის მატჩები გაიმართა.

თბილისის "ნიკემ" საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ "ნორჩ დინამოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 26-ე წუთზე ანგარიში "ნიკეს" ფეხბურთელმა ანა პოღოსიანმა გახსნა. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა 78-ე წუთზე მარიამ ბასილაძის გოლით შეძლეს. მასპინძელთა მხრიდან კი გამარჯვების ბურთი 84-ე წუთზე თეონა თოდაძემ გაიტანა.

მოპოვებული სამი ქულით "ნიკემ" 47 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.

თბილისი
ნიკე - ნორჩი დინამო 2:1
გოლები: 1:0 პოღოსიანი (26),
1:1 ბასილაძე (78), 2:1 თოდაძე (84)
მსაჯები: დავით ფიფია, კახა კახაბერი, გურამ ანიაშვილი

ნიკე: გაბელაია, ეჯიბია, თოდაძე, ნ. დანელია, კოჭლამაზაშვილი, ბოლქვაძე (46" ნარსია), ბებია (90" გოჩელაშვილი), ხანდაზიანი (70" აკობიძე), მწყერაშვილი (60" დიმოპულო), პოღოსიანი
სათადარიგო შემადგენლობა: ჭაბაშვილი, ხარაიძე, სხირტლაძე
მთავარი მწვრთნელი: ნინო პასიკაშვილი

ნორჩი დინამო: კომლაძე, ქადაგიშვილი, გოგიჩაიშვილი, გურიელიძე, ბაბაიანი, ანთაძე, ბასილაძე, ხარაიშვილი, ჭუჭულაშვილი, ოკჰარა (85" ფეროიანი), ლომთაძე
სათადარიგო შემადგენლობა: მომოტოვა, ელოშვილი, ახობაძე, მოდრეკილაძე, მოზაიძე, ქარდავა
მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

* * *
მე-17 ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: "მართვე" - თბილისის "თბილისი" 3:3, "ივერია" - "ლანჩხუთი" 0:5, "სამეგრელო 2017" - "კოლხეთი ხობი" 1:1, "გორი იუნაიტედი" - "დინამო ბთ" 0:9.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2018 წლის სეზონის დასკვნითი, მე-18 ტური 25 აგვისტოს გაიმართება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაცები ხომ ბრდღვნიან ყველაფერს და ქალების ჩემპიონატიღა კვაკლდა, იმედია ამ სისულელესაც ბიუჯეტი არ აფინანსებს
დათო
10:56 21-08-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული