"ლუდოგორეცი" ფავორიტია და ბულგარეთის შვიდგზის ჩემპიონს შანსი აქვს, მეხუთედ გავიდეს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე. პაულო აუტორის გუნდს ისევ ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული აბელ ანისი, ვლადისლავ სტოიანოვი და ლუკას საშა. აუტორი, ალბათ, იმ შემადგენლობას დააყენებს, რომელმაც ჩემპიონატზე ცსკა 1:0 დაამარცხა.
მასპინძლებს ტრავმირებული ფეხბურთელები არა ჰყავთ და სავარაუდოდ, ითამაშებს პლოვდივის "ბოტევის" ყოფილი ფეხბურთელი ლაზარ
საფეხბურთო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქართულ გუნდს კარგად ეხერხება საგოლე მომენტების რეალიზაცია, თუმცა "ლუდოგორეცის" დაცვა ძლიერია და მეტოქეს მომენტების შექმნის და გამოყენების საშუალებას არ მისცემს.
ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება და 2.92 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო ჯგუფურ ტურნირზე წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში, კლუბის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად შეავსებს", - აღნიშნავს პორტალი "გონგი".
გამოცემა "გოლი" მატჩის პროგნოზს სთავაზობს მკითხველს - 1:0 სტუმართა სასარგებლოდ და სინანულით აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრების განაცხადში ვერ შეიყვანენ ბუქარესტის "დინამოდან" შეძენილ სამხრეთაფრიკელ საყრდენ ნახევარმცველს, მეი მაჰლანგუს.