კახა ჩხეტიანი: ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი

AutoSharing Option
23 აგვისტოს ევროპა ლიგის პლე-იოფის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" რაზგრადის "ლუდოგორეცთან" 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შესახებ ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- ერთ რაღაცას ვიტყვი: მადლობელი ვარ ფეხბურთელების, შეხვედრა ჩვენი შეტევებით დაიწყო და შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო. პირველი ტაიმის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ და ამას მოყვა გოლი, რის შედეგადაც განვიცადეთ ამ მატჩში მარცხი.

ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი, ბოლომდე ვიბრძოლებთ. წაგება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრდა, ფსიქოლოგიურად ეს ჩვენთვის უკეთესი იქნება და ვეცდებით რაზგრადში გოლი გავიტანოთ.

ბევრი ამბობს,
რომ მეტოქე არაფერი გუნდი არ არის, თუმცა ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩემმა ბიჭებმა კარგი თამაში აჩვენეს და ისინი ამდაგვარად წარმოაჩინეს.

მოსამზადებელი პერიოდი ორი კვირაც არ გვქონია, რომ სათანადოდ მოვმზადებულიყავით. ჩვენ თამაშებში გვიწევდა ფორმაში შესვლა, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია, რომ გუნდი მეორე ტაიმში დაიღალა. კიდევ ორი შეცვლა რომ მქონოდა, ფეხბურთელებს ალბათ შევცვლიდი (იცინის).

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ვაჩვენოთ, რომ თბილისში არაფერი დასრულებულა და მეტი შეგვიძლია.

გუნდს ყველა მხვრივ მოსამატებელი აქვს და გასაძლიერებელი ვართ. შემდეგ შეხვედრამდე მაქსიმალურად ვიმუშავებთ ამაზე.

მთლიანობაში ჩემი ფეხბურთელების მოქმედებით კმაყოფილი ვარ და მინდა მადლობა ვუთხრა. წინ საპასუხო მატჩია...

დიდი მადლობა მინდა გადავიხადო გულშემატკივარს, რომ მოვიდა და მხარი დაგვიჭირა.

alt "ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]

altლუდოგორეცის თავკაცი: კვასხვაძემ არ მოგვცა მეტი გოლის გატანის საშუალება

მკითხველის კომენტარები / 20 /
Es aris korumpirebuli roja fuls txovs dublebis bavsjvebis mshoblebs ziritadahi satamashod dedas agineben fexburtelebi amis ar jerat bichebs da rogor itamasheben ? Motivacias rogor micems kaci roca gundi gaginebs da ician rom ful stxov momaval taobas .
5gio
30 აგვისტო 2018 00:54
0
გაცერდი ბიჭო გაცერდი. ვისი ბიჭი ხარ შენ, მარტო არ წახვიდე ბიძი ბულგარეთში უფროსი გაიყოლე ვინმე საკარელო.
საბა
24 აგვისტო 2018 20:41
3
ეს ფეხბურთის გარდა ყველაფერი იყო ტიპებმა მომენტი ვერ შექმნეს და ამ ტრენერს ალბათ მოაწევინეს რამე პრესკოფერენციის წინ კიდე რო იმუქრება,.... გასვლაზე სავარაუდოდ 3 ბურთით წავაგებთ მეტით თუ არა
გიორგი86
24 აგვისტო 2018 14:05
6
აუ რა ვერ გავიგე იცით, ერთ თამაშს რომ მოიგებენ და უცბად ყველა თავს იკლავს გვერდში დაგიდგებითო გიქომაგებთო და მერე რომ წააგებენ უცბად ტალახს ესვრით, მერე რა რომ წააგეს? აქ რომ გავიდოდა ტორპედო ვინმე ელოდა? თვითონ ფეხბურთელებსც არ ჯერავთ რომ პლეიოფში აარიან, აღიარეთ რომ ჩვენი ჩემპიონატის დონისთვის ძალიან შორს გავედით. რომ არ შერცხვნენ ისიც არ გყოფნით? რამდენს ხარჯავენ ყაზახეთში და აზერბაიჯანში რომ ორივემ გუშინ წააგო, იმის ნახევარი რო დახარჯოს ტორპედომ ლიგაზეც გავა უეჭველი. არ მინდა რამე ისე გამომივიდეს მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ (გუშინდელი თამაშიდან გამომდინარე) შედეგით. ერთ გოლს რომ გაიტანდეს გასვლაზე უმაგრესი იქნება და დარწმუნებული ვარ შეძლებს კიდევაც. წარმატებები ტორპედოს და მფლობელს მოვუწოდებ გუნდი არ დაშალოს უმაგრესი გუნდია ჩვენი ჩემპიონატის დონისთვის და ეს თამასას აუწევს სხვა გუნდებს რაც კონკურენციას გამოიწვევს და დონის ზრდას.
roma
24 აგვისტო 2018 13:40
2
მოდი ვაღიაროთ კუკეშის და მეთEვზეების შEმტხვევაში მაგრად გაგვიმართლა კენჭისყრაში
simartle egaa
24 აგვისტო 2018 13:06
2
რა გაირკვევა ბულგარეთში? შეიგნეთ ხალხიან მწვრთნელიანად, აქედან საშუალო ევროპულ დონემდე დიდი უფსკრულია. არ შეიძლებოდა დაშლილი კუკეშის და ფარერელების დამარცხებით ილუზიების შექმნა. მერე რა 2 ბურთით წავაგეთ, მთავარი შედეგიაო. შედეგი როგორ იყო მთავარი, ხომ გამოჩნდა შესაძლებლობები? აჰა შედეგი და ნიშნისმოგებით არ ვამბობ, უბრალოდ ხომ არ შეიძლება ხალხი ასე ბეყერა ვიყოთ სულ 90-იანებიდან მოყოლებული?
Levani
24 აგვისტო 2018 12:56
2
მოკლეთ, მაინც არ მითბენს გული ჩხეტიანის ნათქვამზე"თამაშებში გვიწევდა ფორმაში შესვლაო"ფორმაში თუ არ არის ფეხბურთელი მოედნის შუა გულში უნდა იდგეს და არაფერი არ უმდა გააკეთოს???კარგი, ფორმაში არ არის. მონდომება, ბოლომდე ბრძოლა,ვაშკაცობა სად არის??
chabuka
24 აგვისტო 2018 11:30
1
ეს არ იყო ფეხბურთი, ეს იყო ფეხბურთის მსგავსი თამაში, ან სულაც საპენსიო ასაკის გამაჯანსაღებელი ჯგუფის ბურთის გორება
ტალი
24 აგვისტო 2018 09:58
6
ზენიტი არ მყავდე რა :D კაცნაკლულმა 3 გოლი რო გაიტანა თუ 4 და 0-4დან გავიდა :D
ნოდო
24 აგვისტო 2018 09:56
2
ეხლა წავიკითხე კომენტარები. ერთი რა მაიტერესებს იცი თქვენ გუნდის საერთო ხელფასები და ფეღბურთელების ღირებულება ჩვენი რა არი და მაგათი თქვენ აზზე ხართ საერთოდ ?? რაც გუშინ ჩვენება ითამაშეს ყოჩაღ ნელ ნელა ისწავლიან. გუნდს აქვს 1 ფორმა რომელსაც ყველა თანაშის წინ რეცხავენ, იმის ფულიც არაა გუნდში რომ ჩატერით გადაფრინდნენ სხვა ქვეყანაში ფორმას თავი რომ დავანებოდ. ქუთაისი თამაშს არ ატარებენ რის გამო?? რომ ვიღაცა ნეხვები გამოყოფილ 250000 ლარს ჭამენ და არაფელს არ აკეთებენ საერთოდ. გადაამოწმეთ კარგად ჩემი დაწერილი და მერე დაიწყეთ ფეღბურთელების და მწვრთნელების ლანძღვა.
P.S. ამ თამაშებზე რაც ჩაატარეს გუნდისთვის დროზე ხელფასის ჩარიცხვა ვერ მოახერხეს ანუ გუნდი თამაშობს ენთუზიაზმზე და თქვენ მოგებას ითხოვთ კიდე?????
კახი
24 აგვისტო 2018 08:12
6
კომენტარებში დაწერეს ლუქსემბურგის(მოყვარულმა, ზაფხულში დამატებულმა ლეგიონერების) გუნდმა 2:0 მოუგო რუმინეთის კლუჟს გუშინდელ ამბავს გეუბნები წინა წელზე აღარაფერს ვამბობ!!!!
svan
24 აგვისტო 2018 14:16
0
მერე? ახლა რომ ტლიკინებ, შენნაირები იყვნენ იმედიანად და ხელფასი, რომ მოუმატონ - კლასიც მოემატებათ? რას ისწავლიან ნელ-ნელა 30 წლის ხალხი? რა ხელფასიც აქვთ იმ ხარისხის არიან, თორემ გადავიდოდნენ სადმე, სადაც უკეთესი ხელფასებია
Levani
24 აგვისტო 2018 13:00
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული