ლუდოგორეცის თავკაცი: კვასხვაძემ არ მოგვცა მეტი გოლის გატანის საშუალება

AutoSharing Option
23 აგვისტოს ევროპა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" რაზგრადის "ლუდოგორეცთან" 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შესახებ ბულგარელთა მთავარმა მწვრთნელმა პაულო აუტუორიმ ისაუბრა.

- მინდა მივულოცო ჩემს გუნდს გამარჯვება, "ტორპედოს" კი ვულოცავ კარგი მატჩის ჩატარებას და ტოლ-სწორად თამაშს. მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა როინ კვასხვაძემ არ მოგვცა ამის საშუალება და მინდა მისი თამაში გამოვარჩიო.

მოხარული ვარ გამარჯვებით, მაგრამ წინ მეორე მატჩია და ეს ანგარიში არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას. ჩვენ აუცილებლად გვმართებს, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

არასწორად დავიწყეთ თამაში, პირველ ტაიმში გუნდი
ჩემს დასახულ გეგმას ვერ წაყვა, თუმცა ტაიმის მიწურულს გუნდმა იპოვა თავისი თამაში და გოლის გატანაც შევძელით.

შეხვედრის დაბალი ტემპი გამომდინარეობდა იქედან, რომ ჩვენ ჩემპიონატში ვითამაშეთ რამდენიმე დღის წინ და ჩემი ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ. "ტორპედოს" ფეხბურთელები კი დასვენებულები და ისინი აკონტროლებდნენ ტემპს.

alt "ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული