კონსტანტინე მორგოშია თავის პოსტზე: მუქარა მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება

AutoSharing Option
"ქართული მარშის" წევრი კონსტანტინე მორგოშია თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. მორგოშია გამოკითხვაზე გურამ კაშიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების გამო დაიბარეს, თუმცა თვითონ მორგოშია აცხადებს, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი მუქარის შემცველი არ არის.

"მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და იქ არაფერი არ არის უკანონო და შესაბამისად, ვერც ვერაფერი იქნება მაგაში მუქარის შემცველი. თუ სტვენა და გულშემატკივრის გამოხატვა თავის პოზიციის, მუქარაა, რაღაც არა მგონია. მუქარა
მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება. ათიათასობით გულშემატკივარია, ვინც მის პოზიციას და მის საქციელს გმობს და გასაკვირი იქნებოდა, რომ ესეც არ ყოფილიყო. მე რომ სულ დამაკავონ, უარესს მიიღებენ. თუ უნდა მისულიყო, სიტყვაზე, ათასი კაცი, მივა ასი ათასი. ეს არის და ეს. დანარჩენი თავიანთი გადასაწყვეტია", - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

როგორც ცნობილია, 9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება. "ქართული მარში" და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

altშსს-მ გურამ კაშიას საქმეზე კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა

წყარო: ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 17 /
მაპატიეთ და ვინ ჩემი ფეხებია ეს ვაჟბატონი, საერთოდ რატომ წერთ მასზე, კაშიას საშუალებით ცნობილი ხდება ამებას დონეზე მოაზროვნე არსება.
გუგა
29 აგვისტო 2018 23:50
7
სტვენებით ნაკრებს ნუ დათრგუნავთ თორემ ერთს კარგად მოგიკურთხებთ თქვე ურა პატრიოტებო რუსული ურას ძახილის მეტი რო არაფერი იცით
ბაჩი
29 აგვისტო 2018 20:30
18
ამ გამზრდელ თუ გამჩენ ხალხს ფეხბურთზე მისვლა მანამდე მოეფიქრებინათ სანამ მათი პატრონი უბრძანებდა კრემლიდან, იქნებ საგინებლადაც არ გაეხადათ თავი იმის გამო რო გვარცხვენენ მსოფლიო მასშტაბით. ტფუი, არაფერი ჩვენ არ გვეშველება. 30 ვერცლად კი არა, 30 თეთრად რო ყიდიან სამშობლოს
რატი
29 აგვისტო 2018 18:46
21
აბსოლუტურად უნდა დვგმოთ, ხომ ეყო გამბედაობა ხორვატ სრულიად ახალგაზრდა ფეხბურთელს უარი ეთქვა კაშიას მსგავს საქციელზე. ჩვენ რა გვჭირს, რა მართლმადიდებლობა ჩვენი რწმენა აღარ არის?
დავითი
29 აგვისტო 2018 18:40
34
ეს მართმადიდებლობა სულ არგუმენტად რომ მოგყავთ, დავუშვათ არ ვართ მართმადიდებლები, არავინ არავის უშლის რისიც უნდა იმის სწამდეს, მაგრამ 21-ე საუკუნეში რელიგიური აზროვნებით რომ არ ვაწესრიგებთ საზოგადოებრივ ცხოვრებას ყველას უნდა ესმოდეს.
გუგა
29 აგვისტო 2018 23:53
4
ვაი პატრიოტებო
რუსეთეებო მალე ჩაგაკმენდინებთ ხმას
29 აგვისტო 2018 22:58
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული