კონსტანტინე მორგოშია თავის პოსტზე: მუქარა მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება

AutoSharing Option
"ქართული მარშის" წევრი კონსტანტინე მორგოშია თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. მორგოშია გამოკითხვაზე გურამ კაშიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების გამო დაიბარეს, თუმცა თვითონ მორგოშია აცხადებს, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი მუქარის შემცველი არ არის.

"მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და იქ არაფერი არ არის უკანონო და შესაბამისად, ვერც ვერაფერი იქნება მაგაში მუქარის შემცველი. თუ სტვენა და გულშემატკივრის გამოხატვა თავის პოზიციის, მუქარაა, რაღაც არა მგონია. მუქარა
მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება. ათიათასობით გულშემატკივარია, ვინც მის პოზიციას და მის საქციელს გმობს და გასაკვირი იქნებოდა, რომ ესეც არ ყოფილიყო. მე რომ სულ დამაკავონ, უარესს მიიღებენ. თუ უნდა მისულიყო, სიტყვაზე, ათასი კაცი, მივა ასი ათასი. ეს არის და ეს. დანარჩენი თავიანთი გადასაწყვეტია", - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

როგორც ცნობილია, 9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება. "ქართული მარში" და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

altშსს-მ გურამ კაშიას საქმეზე კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა

წყარო: ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს ტიპი ჩვეულებრივი მოღალატეა, მაგრამ მოღალატედაც არ ვარგა
oceola
00:38 31-08-2018
1
რამხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზე.ასი ათასი კაცი მოვაო.რაც ნაკლები .....ამ ილუზიებით რომ ცხოვრობთ იმტიტომ აზროვნებთ მასე.ყველაფერი იმ პატარა გოგოს და მისი მშობლის შეურაცყოფა რომ შეგრჩათ მაგის ბრალია.უბრალოდ პატრონი არ გამოუჩნდათ...მარა მაინც შეგეშინდათ და უცებ წაშალეთ ყველაფერი.ისე კი მოგაგვთ თავი.


კახა ქირია
14:24 30-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული