mercurynews: გურამ კაშიას LGBT-ფერებიანმა სამკლავურმა საფეხბურთო ბუნტი გამოიწვია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველ გურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს ამერიკულმა mercurynews-მა ვრცელი წერილი მიუძღვნა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:

"გურამ კაშიას მიერ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის მხარდამჭერმა სიმბოლომ მის მშობლიურ საქართველოში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

გასულ სეზონში კაშიამ ჰოლანდიის ლიგაზე თამაშისას ასეთი ფორმით გამოუცხადა მხარდაჭერა სექსუალურ უმცირესობებს და ამისათვის Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა.

მას ერთი წლის წინ სოციალური ქსელებიდან თავს აგრესია დაატყდა და ემუქრებოდნენ. მაინც რატომ გამოიწვია ამან ესოდენ მწვავე რეაქცია?

"ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს ჩემდამი ასეთ
ზიზღსა და აგრესიას გამოიწვევდა", - განაცხადა კაშიამ, რომელმაც ამ ზაფხულს გააფორმა "სან ხოსესთან" კონტრაქტი.

ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ გურამს უეფა "სან ხოსესა" და "დალასის" მატჩისას დააჯილდოებს, რადგან ოფიციალურ ცერემონიაზე მონაკოში ჩასვლას ვერ მოახერხებს (რედ: სტატია "დალასთან" მატჩამდე დაიდო).

altვაკოს დუბლი და საგოლე გადაცემა - ქართველის სუპერმატჩი ამერიკაში [VIDEO]

"ხანდახან, როგორც პროფესიონალმა სპორტსმენმა, ხმა უნდა აიმაღლო, გაააქტიურო ხალხი, რათა გახდე უკეთესი კულტურულად და შესძინო ახალი ფასეულობანი. ზოგი ამას ერიდება. მე არასოდეს არ ვერიდებოდი ჩემი აზრის გამოხატვას", - აცხადებს კაშია.

ის არ თვლიდა, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის კავშირის საფეხბურთო აქციას რაიმე პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.

კაშია გაკიცხეს კონსერვატიულ საქართველოში, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. ეს დაიწყო სოციალური ქსელებიდან მუქარით და მედიასაშუალებების კომენტარებით.

ათეულობით ადამიანმა ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან გააპროტესტა ეს. ისინი ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ, LGBT-ფერებიანი დროშა დაწვეს და კაშიას ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვდნენ. ხელისუფლებამ 8 მათგანი დააპატიმრა.

13 ნოემბერს, საქართველოსა და ბელორუსის მატჩისას დაახლოებით 200-მა ადამიანმა გურამის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო.

"ისინი იქ ჩემთვის შეურაცხყოფის მოსაყენებლად მოვიდნენ. მათ ვერ გაიგეს ჩემი საქციელი. იმედია, შემდეგი თაობა ოდესმე გაიგებს", - თქვა კაშიამ, რომელიც არაფერს არ ნანობს.

"მე მწამს ადამიანთა თანასწორობა, არ ვკიცხავ მათ იმისათვის, როგორებიც არიან. ასეთია ჩემი მსოფლმხედველობა. ჩემი შეცვლა შეუძლებელია, რამეთუ საკუთარი ხედვა მაქვს", - აცხადებს ფეხბურთელი, რომელიც ქართულად, რუსულად და ინგლისურად საუბრობს და ესმის ჰოლანდიური.

ქართველთა უმეტესობამ გაიზიარა მისი პოზიცია. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მხარდამჭერი წერილი გაუგზავნა, ცნობადმა სახეებმა და ნაკრების ფეხბურთელებმა კი შეაქეს.

"მიუხედავად იმისა, რომ მისმა მოქმედებამ ბევრისგან მუქარა გამოიწვია, მან მოთმინებით მოახერხა, მშობლიურ ქვეყანაში შეეცვალა სექსუალურ უმცირესობათა მიმართ დამოკიდებულება, - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდრ ჩეფერინმა.

მას "სან ხოსეში" თანაგუნდელები ეთაყვანებიან, მწვრთნელი მიხაელ შტარე კი ამბობს, რომ გურამი შესანიშნავი ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერია, ადამიანური ღირებულებების მქონე დიდი გულის პატრონი ბიჭია და ეს ისაა, რაც სჭირდებათ.

საქართველოში 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საბჭოთა კავშირს გამოეყო, როდესაც კაშია 4 წლის იყო და მრავალი ქარიშხალი გადაიტანა - ორმა ავტონომიურმა რეგიონმა ომში ჩაითრია. გურამს ახლაც ახსოვს, რა მძიმე დღეები გადაიტანეს მისმა მშობლებმა და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ 90-იან წლებში.

ხანდახან ის საკუთარ თავს ეკითხება: "აქ რას აკეთებ? შენ როდესაც 12 წლის იყავი, ძლივს ყიდულობდი ბუცებს, ახლა კი შეგიძლია შეიძინო ნებისმიერი ავტომობილი".

საქართველოში ფეხბურთი კალათბურთთან და რაგბისთან ერთად სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა და გურამი თავის ძმასთან, შოთასთან ერთად ბურთს ქუჩაში დასდევდა. როდესაც ფეხბურთის ბურთი არ ჰქონდათ, ჩოგბურთის ბურთით თამაშობდნენ. ეს საქართველოს დედაქალაქში ხდებოდა, სადაც საღამოს დენი ხშირად არ იყო.

შემდეგ ის 16 წლისა თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა, სადაც მისი ძმა თამაშობდა. გურამმა 8 წელი იასპარეზა ჰოლანდიაში და "სან ხოსეში" თანანაკრებელ ვალერი ყაზაიშვილს შეუერთდა".



altკონსტანტინე მორგოშია თავის პოსტზე: მუქარა მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება

altსფფ-მ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს

altჩვენ მუდამ შენთან ვართ! - გიორგი მერებაშვილმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა

მკითხველის კომენტარები / 30 /
რა წაგვიღეთ ტვინი ამ კაშიათი ვეღარ გავიგე?! ნეტა ფეხბურთის თამაშისთვის დააჯილდოვოს ვინმემ ოდესმე, თორემ მაგ სამკლაურის გაკეთება დიდი ვერაფერი მიღწევაა!!! ისე ზოგადად, ისეთი დრო მოვიდა რომ მაგ სამკლაურის არ გაკეთება უფრო მეტი ვაჟკაცობაა, ვიდრე ვითომ ვიღაცის უფლებების დაცვის მიზნით მაგის წამოცსმა! ცოდოა მაგდენი რომ არ ესმის კაშიას და ამ პროპაგანდის ნაწილი გახდა, თორემ არცერთი ადამიანის ჩაგვრა რომ არ შეიძლება ისედაც ყველამ უნდა ვიცოდეთ!
პაატა
30 აგვისტო 2018 16:49
8
შენ გეტყობა ძაან ახლოს ხარ ფეხბურთთან
კაი ერთი შენ მეისპე
31 აგვისტო 2018 09:17
2
მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი ისეთია, როგორიც არის, მისი ნებისმიერი სახით შეურაცხყოფა რა თქმა უნდა დანაშაულია. საკუთარ სახლში ის რასაც უნდა იმას იზამს და ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ...
ლგბტ-ს წარმომადგენლის მშობლები ჰეტეროსექსუალები (ესე იგი ბუნებრივად ნორმალურები) რომ არ ყოფილიყვნენ და მამაპაპური სექსი რომ არ ჰქონდათ, თავად მოევლინებოდა ამ ქვეყანას? რა თქმა უნდა არა, შესაბამისად ეს აჟიოტაჟიც არ იქნებოდა არა მარტო საქართველოში, არამედ. მთელს მსოფლიოში. ადამიანი დედამიწას მოევლინება მამაკაცის და ქალის სქესობრივი აქტის შედეგად!!!
აქედან დასკვნა, ლგბტ-ობა არის ავადმყოფობა და როგორ შეიძლება ავადმყოფობა იყოს ნორმალური მოვლენა??? ავადმყოფმა უნდა იმკურნალოს, თუ მკურნალობა დადებით შედეგს გამოიღებს, იცხოვრებს ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით, ხოლო თუ შედეგს არ გამოიღებს, დარჩება ავადმყოფად. მაგრამ, როდესაც ლგბტ-ს დამცველები ამტკიცებენ, რომ ეს არის ნორმალური მოვლენა და ამას პირველ რიგში ისმენენ ბავშვები, ასეთი ადამიანი მინიმუმ ციხეში უნდა იჯდეს.
შალვა 73
30 აგვისტო 2018 14:21
3
იმედია მომავალი თაობა ოდესმე გამიგებს.კი,ალბათ გაგიგებენ,რადგან შენი და სხვა მრავალის,აგრეთვე მთავრობის ძალისხმევით,მრავალი მათგანი სწორედ სოდომელი იქნება ცხოვრების წესით.მაგრამ 20 ოდე წელიწადში როცა საქართველოში ქართველი ბავშვის ნახვა იშვიათობა გახდება,შეიძლება შენც გაიგო,რას გთხოვდით და რას უწყობდი ხელს.მაშინ საშველი უკვე აღარ გვექნება,ეგაა საშინელება.ქართველ ერს გადაშენება ემუქრება და თქვენ,ყველა ერთად, ამის კიდევ უფრო დაჩქარებას ემსახურებით.
სოსო
30 აგვისტო 2018 12:39
15
გყლშემატკივარს,მასეთებიბი ყველა ეროვნებაში რაღაც სტაბილური,მაგრამ ძალიან მცირე პროცენტია.მასეთები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან,მაგრამ დანარჩენს რაღას უშვრები,ასეთი პროპაგანდისა და აღზრდის შედეგად რომ ხდებიან?ისინი ხომ სწორედ მსხვერპლნი არიან ვიღაცეების ძალადობრივი მეთოდებით ჩაგონებული აღზრდის მეთოდებისა?ან როგორ აპირებთ ერის გამრავლებას?საქართველო ხომ ისედაც გადაშენების პირასაა,ამას დაამატეთ უზარმაზარი გადინება ახალგაზრდობისა,დაკანონებული ნარკომანია და ახლა სოდომური ცხოვრება.ეს ხომ ერის გადაშენებას ნიშნავს და თუ ამას ვერ ხედავთ,რაღაზე ლაპარაკობთ ქართულად?20-30 წელიწადში აქ ქართველი სტუმრის ან უმცირესობის სტატუსიოთ იქნება და როცა უმცირესობაში დავრჩით,იმის შედეგი აფხაზეთში და ცხინვალში ჩანს კარგად.ან ვინმე ფიქრობს,რომ გურამი გვეჯავრება და იმიტომ ვერჩით?რა სისულელეა,გურამ კაშია ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია საქართველოს თანამედროვეობაში,მისი ყოველი ქმედება სამაგალითოა ქართველი ბავშვებისათვის,და როცა მან შეცდომა დაუშვა,მოვუწოდეთ გაეაზრებინა თავისი საქციელი.მან ეს არ ისურვა და პირიქით მოიქცა.ამით მან სრულიად ანტი ეროვნული პოზიცია დაიჭირა და შემდეგ ეს პოზიცია კიდევ უფრო აშკარად გამოხატა,მისმა წამქეზებლებმა დააჯილდოვეს კიდეც,და ისიც გაიყიდა,სხვა ორბიტაზე გავიდა ბიჭი.ნობელის პრემიის ლაურეატს,ერნსტ რეზერდფორდს აქვს ასეტი დებულება გამოთქმული:ორ ბატონს ვერ ემსახურები,ან მეცნიერების მსახური უნდა იყო,ან მამონას მონა.კაშიამ მამონა არჩია და ამით დამთავრდა ყველაფერი,ღმერთმა თავის გზაზე გაუმარჯოს,თავის გუნდში წარმატებას ვუსურვებ,მაგრამ როგორც ქართველი და საქართველოს სახე,ის უკვე აღარ არსებობს.იგივეს გავიმეორებ კობიაშვილზეც და კალაძეზეც.ფეხის ხმას აჰყვნენ და კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს სხვა ფეხბურთელებმაც,მათ კიდევ აქვთ დრო,გადახედონ თავის ნათქვამს,რას უჭერენ მხარს და თუ იგივე პოზიციასზე დარჩებიან,თავში ქვა უხლიათ მათაც,საქართველო მათაც მოიკვეთავს.არავის სჭირდება სხეულზე ფურუნკული.ვისაც რაღაცა ეჭვები აქვს,გაიგონ რა ხდება საქართველოს ბავშვთა ბანაკებში,რას აიძულებენ ბავშვებს ლიდერები,გაიგონ რას აკეთებინებდნენ ბავშვებს ლიდერები მანავის ბანაკში და შემდეგ გამოიტანონ დასკვნები.ადმინ, აქ ვერავინ დამაბრალებს,რომ რაიმე არაკორექტულად ვთქვი,ასე რომ არ დამბლოკოთ.
სოსო
30 აგვისტო 2018 20:31
1
თუ ერი ისე წახდება და დაეცემა, რომ მისი ბუნებრივი მოთხოვნილება იქნება სოდომის ცოდვა, მაშინ განა ჩემი ან სხვისი მეცადინეობა იხსნის მას ამ ცოდვისაგან და აირჩევს ურთიერთობის ბუნებრივ გზას? ჯერ არასოდეს, არცერთ ქვეყანაში, რაიმეს აკრძალვას არ მოუტანია სარგებელი. პირიქით, იქ სადაც ეს ხდება, აღმოცენდება აკრძალული ხილის სინდრომი და ყველაფერი გაიდეალების ბურუსით დაიფარება. სწორედ ამას უწყობს ხელს უნებურად თუ ნებით ყველა ის ადამიანი, რომელიც რადიკალური მეთოდებით და აგრესიით უპირისპირდება არაბუნებრივ მოთხოვნილებებს. თვითონ ერი უნდა იყვეს მორალური და, თუ ეს ასე არ არის, მაშინ მის არსებობას აზრი არა აქვს.
გულშემატკივარი
30 აგვისტო 2018 13:43
13
თუ შენთვის ლგბტ ფასეულობას წარმოადგენს გირჩევ მალე დატოვო ეროვნული ნაკრები. რადგან ჩვენ არ გვინდა ეროვნულ ხაზს ვუსვავ ეროვნულ ნაკრებში ისეთი ფეხბურთელი ვისთვისაც მამათმავლები ფასეულობას წარმოადგენენ
David
30 აგვისტო 2018 13:43
8
ჰოლანდიაში ყვალა კაპიტანმა ასეთი სამკლავური გაიკეთა და მეც გავიკეთეო, იმათმა სხვა რამ რო გაიკეთონ შენც გაიკეთებ?
123
30 აგვისტო 2018 15:35
6
არ გაბედოთ დაბლოკვა!!! კაშია აშკარად თვალთმაქცობს, როცა აცხადებს - არ მეგონა, ასეთ რეაქციას თუ გამოიწვევდაო, თუმცა იმას აღარ აზუსტებს - რომ სცოდნოდა მოსალოდნელი რეაქცია, მაშინ რას გადაწყვეტდა.... ზოგადად, ნებისმიერ სუბიექტს და მათ შორის სპორტსმენსაც აქვს უფლება, თუნდაც ანტიქრისტეს გამოუცხადოს უპირობო მორჩილება, ეს მისი პირადი საქმეა და ამით ვეღარც საქართველოში გააკვირვებთ ვინმეს, როგორც ამას უცხოური მედიასაშუალებები აშუქებენ... მაგრამ სულ სხვა საქმეა ეროვნული ნაკრების კაპიტანი - ის ქვეყნის სახეა და გარკვეულწილად საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და სულისკვეთების გამომხატველად ითვლება დანარჩენი მსოფლიოს წინაშე - მაგ. სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება ყველამ იცოდა, მაგრამ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მის სიტყვას სულ სხვა წონა ექნებოდა და ამადაც აუხირდნენ. ეს ყოველივე მშვენივრად იცის ბატონმა გურამმა, მაგრამ მრავალმნიშვნელოვნად დუმს და აზრადაც არ მოსდის ქვეყნის ინტერესების დაცვა ჩვენზე უამისოდაც საკმაოდ აღრენილ უცხოურ პრესაში. მე მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს მასთან და მის მხარდამჭერებთან - თუკი ლგბტ უფლებების დაცვა და თანადგომა თქვენი ღირსებისა და მოვალეობის საქმედ მიგაჩნიათ, ქვეყნის ინტერესებისა და პრესტიჟის დაცვა რაღატომ გეთაკილებათ - იმიტომ ხომ არა, რომ ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ მოდიან?!...
მ. ტ.
30 აგვისტო 2018 14:58
6
ნაკრების კაპიტანი კანკავაა ბატონო მურთაზ.
vaxo
30 აგვისტო 2018 15:39
1
9-ჯერ უკაპიტნა, ბატონო მიკი მაუსო, პირველად 2013-ში და უეფას ჯილდოს გათვალისწინებით ყველაფერი წინ აქვს.
ვახუშტის
30 აგვისტო 2018 17:25
5
ინფანტინო, ჩეფერინი, კობიაშვილი,
კაშია........ ე.ი. თქვენ ამტკიცებთ
ბიბლიამდელი მამათვავლობა უფრო
თანამედროვეა ვიდრე ქრისტიანობა?
აი სწორედ თქვენ ხართ ბნელეთში
ჩარჩენილები და ვერ გაგირჩევიათ
კეთილი და ბოროტი ერთმანეთისაგან.
თქვენი მიზანი კაცობრიობის მოსპობაა,
ჩვენი გადარჩენა და გამრავლება.
თქვენ იმდენს იზამთ წესაუგებელი
წახვალთ ამ ქვეყნიდან ლენინივით.
ამიტომ ხართ საცოდავები, ამდენი რომ არ გესმით.


ვეტერანი
30 აგვისტო 2018 13:31
13
საინტერესოა რისი ვეტერანი ხარ, ულოგიკობის და უაზრობის?.
კაცმა გარკვევით გითხრათ, ცემა ტყეპით კი არა ჭკუა გონებით იბრძოლე იმისთვის რაც გწამსო.
თუმცა თქვენნაერები, მხოლოდ ვითომ დოგმებს ამოფარებული, ვაი ქრისტიანები არიან და სწორედ ესაა უფრო დიდი პრობლემა საქართველოსთვის ვიდრე ლგბტ თემი. მათი მსგავსები ყოველთვის იყვნენე და სამწუხაროდ ისევ იქნებიან, მაგრამ იმიტომ კი არა რომ ვინმე მათი ცემატყეპის წინააღმდეგ გამოვა, არამედ იმიტომ რომ თქვენნაერები მრავლად არიან და რაიმე ღირსეული ალტერნატივის პირადი მაგალითით ჩვენებას კუნთებზე ყურება ურჩევნიათ. ეს კი დღეს მხოლოდ ერთს იწვევს: დღეს შენ მოერია მეტი კუნთის ხარჯზე ხვალ ის მოგერევა და საბოლოო ჯამში ზუსტად იმას მივიღებთ რის წინააღმდეგაც ვითომდა იბრძვით.
ყველა კაცმა და ქალმა ღირსეულად აკეთოს საკუთარი საქმე და ძალით გამოყვანილ ე.წ. ლგბტ თემის ნამდვილ წარმომადგენლებს საკუთარი საქციელის აფიშირება მოერიდებათ ფულის საშოვნელად უსინდისოდ მიტმასნილები კი მხოლოდ საკუთარ თავს გამოავლენენ.
ოთარი
30 აგვისტო 2018 14:07
10
აბა დაიწყეთ ბოღმის ნთხევა! იმდენი გონება მაინც ხომ უნდა იქონიოთ, გაავლოთ პარალელები, თუ მთელი განვითარებული სამყარო ერთს ამბობს, თქვენ კი თქვენი უაზრობა გაქვთ დაჩემებული, ვინ ხართ, წითელი კოჭები ხართ?! მე კი ვიცი ვინც ხართ და რატომ არი ქვეყანა ამ დღეში(ოკუპირებული). იმასაც ვხვდები ვინც გაგულიანებთ და სურვილიც არა გაქვთ შეიცვალოთ. რა გვეშველება წარმოუდგენელია, აგინებთ კაცს ვიეტნამში 50 წლის წინ რატომ იბრძოდაო...
ზურა17
30 აგვისტო 2018 12:05
24
მე აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ და
კიდევ დიდი სიამოვნებით ვიომებ ჩემი
ქვეყნისათვის. ერთადერთთი რაშიც
შეგიძლია დამადანაშაულო ცოცხალი
რატომ. გადარჩიო. შენ თუ დეზერტირი
ხარ შენისთანებს ეკამათე.
არასდროს შევსწრებივარ ფერადების
დამცირებას და თუ შევესწარი შვილივით დავიცავ იმიტომ, იმას მისი
გაჭირვება ეყოფა.
გიმეორებთ ეს თემა ფიფას და უეფას
შემოგდებულია და ამისთვის დაისჯებიან
სათანადოდ. მათთვის უკეთესი იქნებოდა ფუტბოლისათვის მიეხედად




ვეტერანი ოთარს
30 აგვისტო 2018 15:05
3
ნუ წაგვიღე ტვინი რა, მეც ვიბრძოდი და დაჭრილიც ვიყავი, მაგრამ ეს ჩემი სიმართლის მტკიცებულებად არავისთან მომიყვანია!
Irakli
30 აგვისტო 2018 23:42
6
ძალიან არაორდინალური სიტუაციაა. თუ გვინდა ვიყოთ იმ სამყაროს წევრები, რომელსაც უწოდებენ ცივილურ სამყაროს, უნდა მივიღოთ მათი წესები და ვიცხოვროთ ისე, როგორც იქაური მორალი მოითხოვს. არის მეორე გზაც, ჩავიძიროთ ჩვენს დოგმებში, უარი ვთქვათ ყოველგვარ პროგრესზე, გადავეშვათ დრომოჭმულ ტრადიციებში და ყოველივე ამის შედეგი იქნება ქალების ჩადრით და კაცების ჩოხა-ახალუხით სიარული. მერე აღარ გაგვიკვირდეს, რატომ დადიან აღმოსავლეთის ქვეყნების ქალები ჰიჯაბებით და რატომ შედიან ზღვაში ტანსაცმლითო. ვინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ასე ჩაცმული ხალხი, მორალურად უფრო სუფთაა, ვიდრე თავისუფლად ჩაცმული ადამიანები? საბოლოოდ, ყველა ერი იქნება იმ დონეზე, რა დონემდე მისვლის უფლებას მიცემს მათ თავიანთი ისტორია, კულტურა და მორალი.
გულშემატკივარი
30 აგვისტო 2018 12:26
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული