mercurynews: გურამ კაშიას LGBT-ფერებიანმა სამკლავურმა საფეხბურთო ბუნტი გამოიწვია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველ გურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს ამერიკულმა mercurynews-მა ვრცელი წერილი მიუძღვნა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:

"გურამ კაშიას მიერ სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის მხარდამჭერმა სიმბოლომ მის მშობლიურ საქართველოში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

გასულ სეზონში კაშიამ ჰოლანდიის ლიგაზე თამაშისას ასეთი ფორმით გამოუცხადა მხარდაჭერა სექსუალურ უმცირესობებს და ამისათვის Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა.

მას ერთი წლის წინ სოციალური ქსელებიდან თავს აგრესია დაატყდა და ემუქრებოდნენ. მაინც რატომ გამოიწვია ამან ესოდენ მწვავე რეაქცია?

"ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს ჩემდამი ასეთ
ზიზღსა და აგრესიას გამოიწვევდა", - განაცხადა კაშიამ, რომელმაც ამ ზაფხულს გააფორმა "სან ხოსესთან" კონტრაქტი.

ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ გურამს უეფა "სან ხოსესა" და "დალასის" მატჩისას დააჯილდოებს, რადგან ოფიციალურ ცერემონიაზე მონაკოში ჩასვლას ვერ მოახერხებს (რედ: სტატია "დალასთან" მატჩამდე დაიდო).

altვაკოს დუბლი და საგოლე გადაცემა - ქართველის სუპერმატჩი ამერიკაში [VIDEO]

"ხანდახან, როგორც პროფესიონალმა სპორტსმენმა, ხმა უნდა აიმაღლო, გაააქტიურო ხალხი, რათა გახდე უკეთესი კულტურულად და შესძინო ახალი ფასეულობანი. ზოგი ამას ერიდება. მე არასოდეს არ ვერიდებოდი ჩემი აზრის გამოხატვას", - აცხადებს კაშია.

ის არ თვლიდა, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის კავშირის საფეხბურთო აქციას რაიმე პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.

კაშია გაკიცხეს კონსერვატიულ საქართველოში, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. ეს დაიწყო სოციალური ქსელებიდან მუქარით და მედიასაშუალებების კომენტარებით.

ათეულობით ადამიანმა ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან გააპროტესტა ეს. ისინი ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ, LGBT-ფერებიანი დროშა დაწვეს და კაშიას ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვდნენ. ხელისუფლებამ 8 მათგანი დააპატიმრა.

13 ნოემბერს, საქართველოსა და ბელორუსის მატჩისას დაახლოებით 200-მა ადამიანმა გურამის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო.

"ისინი იქ ჩემთვის შეურაცხყოფის მოსაყენებლად მოვიდნენ. მათ ვერ გაიგეს ჩემი საქციელი. იმედია, შემდეგი თაობა ოდესმე გაიგებს", - თქვა კაშიამ, რომელიც არაფერს არ ნანობს.

"მე მწამს ადამიანთა თანასწორობა, არ ვკიცხავ მათ იმისათვის, როგორებიც არიან. ასეთია ჩემი მსოფლმხედველობა. ჩემი შეცვლა შეუძლებელია, რამეთუ საკუთარი ხედვა მაქვს", - აცხადებს ფეხბურთელი, რომელიც ქართულად, რუსულად და ინგლისურად საუბრობს და ესმის ჰოლანდიური.

ქართველთა უმეტესობამ გაიზიარა მისი პოზიცია. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მხარდამჭერი წერილი გაუგზავნა, ცნობადმა სახეებმა და ნაკრების ფეხბურთელებმა კი შეაქეს.

"მიუხედავად იმისა, რომ მისმა მოქმედებამ ბევრისგან მუქარა გამოიწვია, მან მოთმინებით მოახერხა, მშობლიურ ქვეყანაში შეეცვალა სექსუალურ უმცირესობათა მიმართ დამოკიდებულება, - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდრ ჩეფერინმა.

მას "სან ხოსეში" თანაგუნდელები ეთაყვანებიან, მწვრთნელი მიხაელ შტარე კი ამბობს, რომ გურამი შესანიშნავი ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერია, ადამიანური ღირებულებების მქონე დიდი გულის პატრონი ბიჭია და ეს ისაა, რაც სჭირდებათ.

საქართველოში 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საბჭოთა კავშირს გამოეყო, როდესაც კაშია 4 წლის იყო და მრავალი ქარიშხალი გადაიტანა - ორმა ავტონომიურმა რეგიონმა ომში ჩაითრია. გურამს ახლაც ახსოვს, რა მძიმე დღეები გადაიტანეს მისმა მშობლებმა და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ 90-იან წლებში.

ხანდახან ის საკუთარ თავს ეკითხება: "აქ რას აკეთებ? შენ როდესაც 12 წლის იყავი, ძლივს ყიდულობდი ბუცებს, ახლა კი შეგიძლია შეიძინო ნებისმიერი ავტომობილი".

საქართველოში ფეხბურთი კალათბურთთან და რაგბისთან ერთად სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა და გურამი თავის ძმასთან, შოთასთან ერთად ბურთს ქუჩაში დასდევდა. როდესაც ფეხბურთის ბურთი არ ჰქონდათ, ჩოგბურთის ბურთით თამაშობდნენ. ეს საქართველოს დედაქალაქში ხდებოდა, სადაც საღამოს დენი ხშირად არ იყო.

შემდეგ ის 16 წლისა თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა, სადაც მისი ძმა თამაშობდა. გურამმა 8 წელი იასპარეზა ჰოლანდიაში და "სან ხოსეში" თანანაკრებელ ვალერი ყაზაიშვილს შეუერთდა".



altკონსტანტინე მორგოშია თავის პოსტზე: მუქარა მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება

altსფფ-მ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს

altჩვენ მუდამ შენთან ვართ! - გიორგი მერებაშვილმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა

მკითხველის კომენტარები / 30 /
კლავიატურის ლომო გიღიტინებენ
Jumbera-s
31 აგვისტო 2018 16:43
0
ვახ ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამ კომენტარების შემხედვარე მიხვდება ადამიანი ( არ არის აუცილებელი გენიოსი იყოს, უბრალოდ საღი აზრის მქონე) თუ რა დაუნების ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენ ევროპაში რა საქმე გვაქვს, ჩვენ ირანთან, რუსეთთან, ნაურუსთან, სირიასთან და მსგავდ ქვეყნებთან უნდა ვიყოთ ალიანსში
Jumbera
31 აგვისტო 2018 09:13
9
კაშია გეების თანაგრძნობისთვის დააჯილდოვეს..საქართველოს ნაკრებში რომ ითამაშო კაციც უნდა იყო..
ლიგა1
30 აგვისტო 2018 22:49
0
პატივცემულო მასალის ავტორო, ბუნტი რუსული სიტყვაა. ქართულად დაწერეთ
გიორგი
30 აგვისტო 2018 17:36
0
რა წაგვიღეთ ტვინი ამ კაშიათი ვეღარ გავიგე?! ნეტა ფეხბურთის თამაშისთვის დააჯილდოვოს ვინმემ ოდესმე, თორემ მაგ სამკლაურის გაკეთება დიდი ვერაფერი მიღწევაა!!! ისე ზოგადად, ისეთი დრო მოვიდა რომ მაგ სამკლაურის არ გაკეთება უფრო მეტი ვაჟკაცობაა, ვიდრე ვითომ ვიღაცის უფლებების დაცვის მიზნით მაგის წამოცსმა! ცოდოა მაგდენი რომ არ ესმის კაშიას და ამ პროპაგანდის ნაწილი გახდა, თორემ არცერთი ადამიანის ჩაგვრა რომ არ შეიძლება ისედაც ყველამ უნდა ვიცოდეთ!
პაატა
30 აგვისტო 2018 16:49
8
შენ გეტყობა ძაან ახლოს ხარ ფეხბურთთან
კაი ერთი შენ მეისპე
31 აგვისტო 2018 09:17
2
Kashias tayvanis cemlebo . Sad iyo kashia roca yazaishvilis colis dzma daichires vako sityvit gamovida ratom ar gamoxata tavis azri da ratom ar daudga sajarot vakos . Sad iyo saralidze aqciebis dros solidaroba rom ar gamoucxada sad iyo klubshi rom daarbies axalgazrdebi sad iyo ratom ar gamoxata solidaroba sad iyo 7 noembers roca mediaze idzalades da qartvel xalxze sad iyo 26 mais amdeni adamiani rom mokles ratom araferi tqva solidaroba gamoucxada dagmo es dzaladobebi da ar gaashuqa mediam an ar dacera tqvit ... me ar maxsendeba maseti silidari bichis da dzaladobis cinaagmdegi kashia... ratom ar gamoucxada solidaroba ?! Imitom rom nakrebidan mokvetavdnen fuls ver miigebda da jildos es yvelaferi icoda da cjumad iyo lgbt am yvelaferze magla daayena es ufro mnishvnelivani da momgebiani ....
Emigranti
30 აგვისტო 2018 15:51
9
ჰოლანდიაში ყვალა კაპიტანმა ასეთი სამკლავური გაიკეთა და მეც გავიკეთეო, იმათმა სხვა რამ რო გაიკეთონ შენც გაიკეთებ?
123
30 აგვისტო 2018 15:35
6
სხვათა შორის ლენინს ფუნდამენტურ პრობლემად მიჩნდა გენდერული საკითხის გადაჭრა. მისი აზრით ძველი და დრომოჭმული საზოგადოება ახალ, პროგრესულ ფორმაციას უნდა ჩაენაცვლებინა. 1918 წელს მიღებული ბოლშევიკურ რუსული კონსტიტუცია მსოფლიოში პირველი იყო, რომელმაც გამოაცხადა ქალის და მამაკაცის სრული გენდერული თანასწორობა ცხოვრების ყველა სფეროში. თუმცა მოგვიანებით აქაც ყველაფერი გააფუჭა ქართველმა დიქტატორმა.
Zura
30 აგვისტო 2018 15:11
7
მე აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ და
კიდევ დიდი სიამოვნებით ვიომებ ჩემი
ქვეყნისათვის. ერთადერთთი რაშიც
შეგიძლია დამადანაშაულო ცოცხალი
რატომ. გადარჩიო. შენ თუ დეზერტირი
ხარ შენისთანებს ეკამათე.
არასდროს შევსწრებივარ ფერადების
დამცირებას და თუ შევესწარი შვილივით დავიცავ იმიტომ, იმას მისი
გაჭირვება ეყოფა.
გიმეორებთ ეს თემა ფიფას და უეფას
შემოგდებულია და ამისთვის დაისჯებიან
სათანადოდ. მათთვის უკეთესი იქნებოდა ფუტბოლისათვის მიეხედად




ვეტერანი ოთარს
30 აგვისტო 2018 15:05
3
ნუ წაგვიღე ტვინი რა, მეც ვიბრძოდი და დაჭრილიც ვიყავი, მაგრამ ეს ჩემი სიმართლის მტკიცებულებად არავისთან მომიყვანია!
Irakli
30 აგვისტო 2018 23:42
6
Eklesia imasac gveubneba rom daicavi sheni sarcmunoebao da gurama daicva tavis sarcmunoeba?! Rit ver gaiget rom es lgbt aris masonebis orgabizacia romelic iyenebs am avadmyof xalxs afinanseben ifareben da am gzit cdiloben yvela im qveynis gabindzurebas romelis sarcmunoebis shesusteba surt da ibatonon msoflioze... ara dzaladobas shegidzlia ese daafiqsiro sheni tanadgoma da ara ferebshi gaiketo samklauri... chempionta ligis tamashis dros ver xedavt cnobil fexburtelebs reklamis saxit ara dzaladobas ara rasizmso sheedzlo mase daefiqsirebina kashias... erti morcmune fexburteli qrisfiani an muslimi damisaxelet vinc gaiketa eg samklauri kashias garda tu ra tqma unda tu aris qristiani eg mainc gaagebinos sazogadoebas romeli religiis mimdevaria... es yvelaferi rac am dgeebshi atyda nakrebze uaryofitad imoqmedebs . Kvirkveliam daikideo kashiam aravis azrs vitvaliscinebo da eseni arian profesionalebi tu ar itvaliscinebt tu gkidiat gulshematkivrebis azri mashin nugar gamoxvalt nakrebis saxelit yvela im fexburtelze vambob vinc mase fiqrobs visac ar ainteresebs tavisi qveynis da xalxis azri...
Emigranti
30 აგვისტო 2018 15:00
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული