"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველი მატჩისგან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - კუხიანიძისა და ქიმაძის ნაცვლად მოედანზე კუტალია და კაპანაძე გაიყვანა, ანუ შემადგენლობა უფრო შემტევი გახადა. ეს პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე ლოგიკური გახლდათ.
მატჩმა ადგილობრივ გულშემატკივრებში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 8 808-იანი სტადიონზე ძალიან ცოტა მაყურებელი მივიდა.
"ლუდოგორეცმა" უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, მისი სტრატეგია დაცვითი ფეხბურთი და სწრაფი კონტრშეტევებია და ამჯერადაც ასე ითამაშა
"ტორპედოს" პირველი მომენტი მე-20 წუთზე ჰქონდა - ლაჩნის თავური მეკარე რენანმა მოიგერია, შემდეგ კი ქუთაისელთა კარის აღების კარგი შესაძლებლობა დიაკოვმა და ვანდერსონმა ვერ გამოიყენეს.
ამას "ტორპედოს" შეტევებო მოყვა და გათამაშებული საჯარიმოდან დოლიძე მახვილი კუთხიდან შეიჭრა ბულგარელთა საჯარიმოში, დაარტყა კიდეც ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია.
შემდეგ კი კამპანიარომ მეორე გოლი გაიტანა და "ტორპედო" მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ბოლოს ქუთაისელებმა შეუტიეს, დოლიძე მცველმა მოცელა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, ხოლო კაპანაძის მიერ ლამაზ ნახტომში დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
რაზგრადი. "ლუდოგორეც არენა".
ლუდოგორეცი - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 მისიჯანი (6), 2:0 კამპანიარო (37)
ლუდოგორეცი: რენანი, სისინიო, მოტი, ნედლიაკოვი, ნატანიელი, დიაკოვი, კამპანიარო, მარსელინიო, ვურა, კესერუ, ვანდერსონი
ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, ჰლინკა, ცინცაძე, დოლიძე, კუტალია, ლაჩნი, კაპანაძე