"ტორპედოსთან" პრობლემა არ გვქონია, მეტოქე კლასით ჩამოგვრჩებოდა - აცხადებენ ბულგარელები

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პლეი-ოფში ქუთაისის "ტორპედოს" დამარცხება ბულგარელებმა მოკლედ შეაფასეს.

"პაულო აუტორის ბიჭებმა "ტორპედო" ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხეს და მეხუთედ გავიდნენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე.

"ლუდოგორეცს" მეტოქემ განსაკუთრებული პრობლემები ვერ შეუქმნა, აშკარად ჩანდა, რომ მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს კლასით ჩამორჩებოდა. ჩვენი ფეხბურთელები თამაშობდნენ სწრაფად და ლამაზად, შეტევაში კი შემოქმედებითად მოქმედებდნენ", - აღნიშნავს კლუბის საიტი.

"დამსახურებულად გავიმარჯვეთ, "ტორპედო" კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენი დონის არაა. მატჩისათვის სათანადოდ განვეწყვეთ, ადრეულმა გოლმა კი მიზნის მიღწევაში ხელი შეგვიწყო. ვიცოდით, რომ მეტოქეზე უკეთესი გუნდი ვართ და ჯგუფურ ეტაპზე
გავედით. ვიყავით მშვიდნი და კონცენტრირებულები.

ახლა შეგვიძლია დავმშვიდდეთ, ბულგარეთის ჩემპიონატზე უკეთ ვიასპარეზებთ და თქვენ ნახავთ საუკეთესო "ლუდოგორეცს".

გაგვიმართლა, რომ პლეი-ოფი ადვილად გადავლახეთ და ვინც არ უნდა შეგვდეს ჯგუფში, ჩვენი ამოცანა შემდეგ ეტაპზე გასვლაა", - განაცხადა გუნდის კაპიტანმა სვიატოსლავ დიაკოვმა.

"ლუდოგორეცმა" ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, სრულად დომინირებდა და დამსახურებულად გავიდა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე", - დაწერა მატჩის რეცენზიაში gong-ის საფეხბურთო მიმომხილველმა ივო სტეფანოვმა.

"ლუდოგორეცმა" ადვილად სძლია "ტორპედოს" და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. როგორც იქნა, გუნდმა კარგად ითამაშა შეტევაში და ერთ გოლზე მეტი გაიტანა. წინა მატჩებში აუტორის ფეხბურთელები ასეთი შედეგიანობით არ გამოირჩეოდნენ", - აღნიშნავს "გოლის" ჟურნალისტი შეხვედრის მიმოხილვაში.

alt "ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ გაუმკლავდა - უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული