ყველაფერი დამთავრდა - ქართველების ასპარეზობა ევროთასებზე

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ტრადიციულად, ჩვენთვის ყველაფერი წარუმატებლად წარიმართა.

უეფას რეიტინგში პოზიცია დავკარგეთ და 46-ე ადგილიდან 47-ე პოზიციაზე გადავინაცვლეთ, რადგან ლუქსემბურგის "დუდელანჟი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა...

ქართველები ევროთასებზე
წინა წლის მსგავსად, წელსაც ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე, კვლავ იქნება დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტარი" და ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკის" ნაცვლად, საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" იასპარეზებს.

altწილი ნაყარია - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა

ევროპა ლიგაზე გასულ წელს 4 ქართველი ფეხბურთელის გუნდი თამაშობდა. მდგომარეობა წელს უკეთესია, ამჟამად ხუთი

ასეთი გუნდი გვყავს, რომელიც ევროპა ლიგაზე ითამაშებს: ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი", თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი", ალექსანდრე კობახიძისა და ანდრო გიორგაძის პოლტავის "ვორსკლა", ლევან ყენიას "დუდელანჟი" და ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავის "სპარტაკი".



"ტორპედო"
ქუთაისელთათვის შეიძლება წარმატებაა ევროპა ლიგის პლეი-ოფში თამაში, თუმცა ეს ვერ იქნება დადებითი შედეგი ქართული ფეხბურთისთვის, რადგან დაღმასვლა გვაქვს უეფას საკლუბო რეიტინგში, ეს კი უარყოფითი შედეგია, ვიდრე დადებითი.

"ტორპედოს" ფეხბურთელებს მადლობა ეკუთვნით, მათ ის გააკეთეს, რაც შეეძლოთ და ვერ იტყვი, რომ რომელიმე ბოლომდე არ დაიხარჯაო. მათ ისევე უნდოდათ ევროპა ლიგაზე თამაში, როგორც ქართველ ქომაგს მათი წამყვან სტადიონებზე ხილვა.

თუმცა "ტორპედო" გახდა გუნდი, რომელმაც ევროპა ლიგის პლეი-ოფში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო და ეს გარკვეულწილად ჩვენი მდგომარეობის გამოძახილია. ამ შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელობა არ უნდა გამოვიდეს და არ უნდა თქვას, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთო. მათ ხელი არ უნდა შეაწმინდონ ფეხბურთელებს, რადგან მათ არაფერი გაუკეთებიათ საკმარისად.

alt"ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ გაუმკლავდა - უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

შეეძლო თუ არა "ტორპედოს" ევროპა ლიგაზე თამაში? ალბათ, შეეძლო. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერები მინიმუმ ნახევარი წლის წინ განხორციელდებოდა, რათა გუნდი შეთამაშებულიყო. კახა ჩხეტიანიც იმავეს ამბობდა, თამაშიდან თამაშამდე ვახერხებთ მომზადებასო. კლუბის მიერ დამატებულ ფეხბურთელთა ნაწილი ფორმიდან იმდენად ამოვარდნილი იყო, რომ ელემენტარულ შეცდომებს უშვებდა და მალე იღლებოდა.

შეცდომა იყო ტრანსფერებშიც, გუნდმა ერთი ღირებული შემტევიც ვერ დაიმატა. არც მილოშ ლაჩნი, არც დაფე და მით უმეტეს, ჰასეილბანკი - არ წარმოადგენდა იმ დონეს, რომელსაც თუნდაც "ლუდოგორეცის" ან "კუკეშის" წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება შეუძლია. ეს გამოდგა მთავარი პრობლემა, რადგან კლუბი შეტევის დასკვნით ფაზამდე ვერ აღწევდა და გაუაზრებელი მოქმედებით სრულდებოდა ყველაფერი. დაცვის ფლანგებზეც ანალოგიური სიტუაცია მივიღეთ, ლაზარ მარინი და ლევან გეგეჭკორი გუნდის ყველაზე სუსტი წერტილები იყვნენ.

კარგ ტრანსფერად ამ გადმოსახედიდან მხოლოდ სამი ფეხბურთელი შეგვიძლია მივიჩნიოთ: მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე და მარეკ გლინკა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იდეალურები იყვნენ. სამივე ფეხბურთელი გუნდს საკმაოდ ცუდ ფიზიკურ კონდიციებში დაემატა და მატჩიდან-მატჩამდე ჰქონდათ გარკვეული პროგრესი.

რაც შეეხება ალექსანდრ აზაცკის, ის საკმაოდ არასტაბილური გამოდგა. იყო შეხვედრები, როცა კარგი იყო და ანალოგიურად იყო მატჩები, როცა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.

იმედია, ეს "ტორპედოს" ხელმძღვანელობისთვის მაგალითი იქნება და დღეიდან იფიქრებენ უკეთესი გუნდის შექმნაზე. მათ აუცილებლად მართებთ არსებული კონტინგენტის შენარჩუნება და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მუშაობას არც აზრი ექნება და არც შედეგი. პირველ რიგში კი, მართებთ ისეთ ხალხთან მუშაობა, რომელიც მათ პროფესიონალური ტრანსფერების განხორციელებაში დაეხმარება, რა თქმა უნდა, თუ ეს მათი სურვილია...

 

ქართული კლუბები
ევროპა ლიგის შესარჩევში საჩხერის "ჩიხურა" საკმაოდ ღირსეულად წარმოჩინდა და იმ ფინანსური შესაძლებლობებიდან, რაც კლუბს ჰქონდა, თავისი მაქსიმუმი გააკეთა. მათ სძლიეს "ბეითარს" და არაფერი დაუთმეს სლოვენიურ "მარიბორს". სოსო ფრუიძემ და მისმა შეგირდებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

არაერთხელ დავწერეთ, მაგრამ კატასტროფული იყო თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" გამოსვლა. ორივე ქართული გუნდის მეტოქე ევროპა ლიგას მეორე ეტაპიდან გამოეთიშა და თანაც, საკმაოდ სუსტ გუნდებთან ორთაბრძოლაში.


altვისაც 1981 წლის "დინამოს" წარმატება არ გაგვიზიარებია, რა ვქნათ?!


რა გავაკეთოთ ახლა?
დავტკბეთ ჩემპიონთა ლიგითა და ევროპის ლიგით, ვუგულშემატკივროთ 6 და 9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს - ყაზახეთსა და ლატვიასთან ორთაბრძოლაში. ვიაროთ ეროვნული ლიგის მატჩებზე და ვუგულშემატკივროთ ქართულ ფეხბურთს!

altსარეიტინგო ქულები და ფინანსები - რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე

მკითხველის კომენტარები / 6 /
რას ნიშნავს ღირსეული წარმოჩენა წაგება როდის მერე გახდა ღირსეული დროა ამოვიღოთ ეს სიტყვა ლექსიკიდან და არც მარიბორია გრანდი ეგკიარა საშუალოზე დაბალი დონის გუნდია.ხოლო თუ ფინანსები არაქვთ გუნდებს ეგ ჩვენი ბრალი ნაღდად არარის ხომ ყავთ მესაკუთრე.რაც შეეხება ტორპედოს რაც ფეხბურთელები ყავს იმ დონის ფეხბურთი აჩვენა მეტი არაფელი წააგო დამსახურებულად უფრო ძლიერთან და მორჩა.
zaza
11:32 01-09-2018
0
გალაქტიონ ბევრი იკითხე და კარგი ჟურნალისტი დადგება შენგან.
კარგის მსურველი
19:20 31-08-2018
0

სიახლეები პოპულარული