"ტატიშვილი" უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზეა

AutoSharing Option
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა "ტატიშვილმა" წარმატებით დაძლია უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპი. პირველ ტურში შვეიცარიულ "ფიდელთან" 5:5-ის შემდეგ, ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ქართველებმა მასპინძელი კიშინიოვის "დინამო" 3:1 დაამარცხეს.

გოლები გიორგი ტიკურიშვილმა (ორჯერ) და ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანეს.

მეინ-რაუნდში "ტატიშვილის" მეტოქეები იქნებიან ყაზახური ''აქტობე'', ხორვატიული ''ნოვო ვრიემე'' და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის გამარჯვებული.

მატჩებს 2-7 ოქტომბერს ხორვატია უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული