ტრავმის გამო ანა ტატიშვილს წლეულს ბევრი დრო გაუცდა. კორტებზე დაბრუნების შემდეგაც რამდენიმე ტურნირში ხელი მოეცარა, რის გამოც მსოფლიო რეიტინგში 83-ე საფეხურზე ჩამოქვეითდა.
და აი, სტრასბურგის საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი), შესაძლოა, ახალ ათვლის წერტილად იქცეს.
პირველ წრეში მასპინძელი კაროლინ გარსიას ძლევის (6:7, 7:5, 6:4) შემდეგ 22 მაისს მეორეში რუმინელი მონიკა ნიკულესკუს დაუპირისპირდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 49-ეა.
ცხადია,
პირველ სეტში 5:0 დაწინაურდა. მართალია, ამის შემდეგ ჩვენებურმა ზედიზედ ოთხი გეიმი აართვა მეტოქეს, მაგრამ ნიკულესკუმ მაინც შეძლო, პირველი ხელი მოეგო - 6:4. სამაგიეროდ, მეორე-მესამე სეტებში ქართველმა ჩოგბურთელმა იყოჩაღა და მოწინააღმდეგეს წარმატების ყოველგვარი შანსი გადაუწურა - 6:3, 6:2.
ამ გამარჯვებით ჩვენებურმა 70 სარეიტინგო ქულა მიითვალა.
მესამე წრეში ტატიშვილი მსოფლიო რეიტინგით 93-ე ადგილზე მყოფ 19 წლის ეჟენი ბუშარს (კანადა) დაუპირისპირდება.
ამ უკანასკნელმა 22 მაისს ასპარეზობის რეიტინგფავორიტ მარიონ ბარტოლის (საფრანგეთი) მძლეველი (6:3, 6:2) კამილა ჯორჯი (იტალია) დაამარცხა - 6:3, 6:0.
წარმატებით ითამაშა იტალიურ კასერტაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მაკა ჩახნაშვილმა. მე-2 წრეში მან მე-3 ნომრად განთესილი რუმინელი კრისტინა დინუ დაჯაბნა. პირველი ხელი შედარებით იოლად მოიგო - 6:3, მეორე ასეთივე ანგარიშით დათმო.
მესამეში კარპატელი 3:0 დაწინაურდა, მაგრამ თბილისელმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ მომენტში შეძლო ძალების მობილიზება და 7:6 (7:4) გაიმარჯვა.
ჩახნაშვილი მეოთხედფინალში ტურნირის მეშვიდე ნომერ დანკა კოვინჩს (ჩერნოგორია) გაუწევს მეტოქეობას. კოვინჩმა 22 მაისს მაია კაციტაძეს (რუსეთი) აჯობა - 7:6, 7:5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"