"კოლხეთმა" უკრაინაში "ოლიმპიკი" დაამარცხა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთმა" უკრაინაში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

გუშინ ფოთელები ჩერნიგოვის "დესანასთან" 0:4-ზე განადგურდნენ, დღეს კი დონეცკის "ოლიმპიკს" 1:0 სძლიეს.

გოლი პირველ ტაიმში ლუკა იმნაძემ გაიტანა.

კოლხეთი: კნიგა, მთივლიშვილი, აფხაზავა, ციკოლია, ხატიაშვილი, ძაძამია, ტყემალაძე, ჭეჭელაშვილი, კაკულია, აშორტია, იმნაძე

შეცვლაზე შევიდნენ: მიქავა, მჭედლიშვილი, მახარაძე, კოკაია, ფენდერავა და შალიკაშვილი.

შემდეგ სპარინგს "კოლხეთი" 17 ოქტომბერს ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყრიან რა ფულს უცხოეთში სიარულით, ალბათ ოლიმპიკის მე-2 შემადგენლობას ესპარინგნენ.
dato
13:09 15-10-2018
1

სიახლეები პოპულარული