საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ჰოლანდიასთან 0:16 განადგურდა

AutoSharing Option
ფეხბურთში ევროპის 17-წლამდე გოგონათა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჰოლანდიასთან 0:16 დამარცხდა.

სამხრეთ ნიდერლანდების ქალაქ 'ს-გრავენზანდეს 3-ათასიან სტადიონზე ჩატარებულ მატჩში მასპინძელთა უპირატესობა უდიდესი იყო, მათ პირველ ტაიმში ჩვენს გუნდს 7 უპასუხო გოლი გაუტანეს, მეორეში კი - 9.

6 გოლი საქართველოს ნაკრების კარში ნიკიტა ტრომპმა (სურათზე) გაიტანა.

20 ოქტომბერს, ტურნირის მეორე ტურში ქართველი გოგონები იმ შვედეთს შეხვდებიან, რომელმაც გუშინ ლატვიას 11:0 სძლია.

ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ლატვიასთან ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
და ეს ნიკიტა მაინც დაგემტვრიათ პირველივე წუთებზე, იქნებ სვას ცოტა შევცოდებოდით
oeee
18 ოქტომბერი 2018 18:22
0
რა საქმეც არ გამოგდის სჯობს საერთოდ შეეშვა,საქართველოს დროშის ქვეშ უსახური გამოსვლით ქვეყნის და საზოგადოების წინაშე თავის მოჭრას.
გიოშა
18 ოქტომბერი 2018 12:44
0
Namusi mainc iswavlet Ra aria!
Kika
18 ოქტომბერი 2018 08:08
4

სიახლეები პოპულარული