გიორგი ჩაკვეტაძის დედა: ეზოში თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია და გვითხრა...

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრების კარში გატანილმა გიორგი ჩაკვეტაძის გოლმა მსოფლიო აალაპარაკა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის ნახევარმცველმა ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარული ღირსეულად დაიმსახურა.

გარდა ამისა, გიორგი ჩაკვეტაძე ერთა ლიგის ისტორიაში შევიდა, როგორც ტურნირის პირველი გოლის ავტორი, რომელიც ლატვიის კარში გატანილ გოლს არაფრით ჩამოუვარდება.

თუ რა გზა გაიარა მან ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ Sportall.ge-ს გიორგი ჩაკვეტაძის დედა, მთვარისა რუხაძე ესაუბრება:

- რა ასაკიდან და ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო ფეხბურთზე სიარული გიორგიმ?
- ეზოში ბავშვებთან თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია და
გვითხრა, რომ სპორტის ამ სახეობაზე შეგვეყვანა. ჩვენც დავუჯერეთ და 6 წლის ასაკში გიომ ვარჯიში "ნორჩ დინამოში" დაიწყო. იმ მეზობელთან დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან უხარია ჩვენი ბიჭის წარმატება.

Sportall.Ge

- სკოლაში როგორ სწავლობდა, როგორი ბავშვი იყო?
- კარგი მოსწავლე იყო. განსაკუთრებულად უყვარდა მათემატიკა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა ფეხბურთს მიანიჭა. ძალიან თავმდაბალი იყო და ახლაც ასეა. საკუთარ თავზე საუბარს ერიდება. ჟურნალისტებთანაც კი არ აკეთებს კომენტარს.

- ხომ არ ჰქონდა მცდელობა, სხვა პროფესიაშიც ეცადა ბედი?
- იმდენად კარგ საფეხბურთო მონაცემებს ფლობს, ამის მცდელობა ნამდვილად არ ჰქონია. ძალიან დიდ დროს უთმობდა ვარჯიშს და ძალიან ბევრს შრომობდა იმისათვის, რომ წარმატებული ყოფილიყო ამ სფეროში.

- მშობლები რა პროფესიის ბრძანდებით?
- მე ეკონომისტი ვარ. მამა, მერაბი ელექტროინჟინერია. ჩემი უფროსი ვაჟი სუხიშვილებში ცეკვავდა. სამი ბიჭის დედა ვარ.

Sportall.Ge

- უყურებთ გიორგის თამაშებს, როგორია მისი რეაქცია, მოწინააღმდეგის კარში გატანილი გოლების შემდეგ?
- ჩემთვის ძალიან ემოციურია გიორგის თამაშის ყურება. თავადაც გექნებათ ნანახი ეკრანებიდან, როგორი მოკრძალებულია გოლის გატანის შემდეგ. არც კი სურს ემოციების გამოხატვა.

- ფაქტობრივად, პატარა ასაკიდანვე აეწყო მისი წარმატებული საფეხბურთო კარიერა, ის ხომ ჯერ 19 წლის არის ... ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2018 წლის 24 მარტს, ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩში შედგა...
- დიახ, ასეა, თუმცა ამას საკუთარი ნიჭიერებითა და დაუღალავი შრომით მიაღწია. ჩვენ არავინ გვყავდა ისეთი, მას რომ დახმარებოდა.

- ბელგიურ გუნდ "გენტშიც" თამაშობს. რჩება დრო მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის? შეყვარებული ხომ არ ჰყავს?
- თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არ აქვს და არც შეყვარებულია. სულ ფეხბურთით არის დაკავებული.

altგიორგი ჩაკვეტაძის ეფექტური ფინტი ლატვიასთან მატჩში [VIDEO]

alt10 ქულა ჩაკვეტაძეს! - ქართველი ფეხბურთელები whoscored.com-ისა და Uefa.com-ის შეფასებებში

altგიორგი ჩაკვეტაძის გოლი ერთა ლიგის ორი ტურის TOP 10-ში შევიდა [VIDEO]

alt5 მლნ ევრო - გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას სატრანსფერო ფასმა მოიმატა

altპუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე - ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა

რუსკა კილასონია სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 26 /
კარგია დედ-მამის შვილობა, ბუნება, მაგრამ დინამოს აკადემია და ის დაუღალავი შრომა მწვრთნელების, ოთხჯერადი კვება, სავარჯიშო პირობები და უმაღლესი აკადემიური განათლების მიღება ფეხბურთში - ამ ყველაფერმა მისცა საშუალება ამ უდაოდ ნიჭიერ ფეხბურთელს გამოჩენილიყო თავის ასაკში!!

მადლობა დინამოსაც !! :)))
zurab
24 ოქტომბერი 2018 16:12
0
ოოხ, მამას როგორ გავსსსს... ის ორი დედას.....მიდი გიორგიიიიიიიიიი!!!
nia
22 ოქტომბერი 2018 17:15
0
წარმატებებს გისურვებ შენ ხარ ქართული ფეხბურთის იმედი ასე გააგრძელე შენი სამშობლოს გახარება!!!!
bibi
22 ოქტომბერი 2018 14:35
0
Udides carmatebebs gisurveb gio!ixara imravla da ixara shenma gvarma!!
Gia
21 ოქტომბერი 2018 22:02
0
ამწუთას გაიტანა გენტში . 0:3
გელა ნუგზარაშვილი
21 ოქტომბერი 2018 21:45
1
მაგარი ბიჭი ხარ დიდ რუსთაველს დავესესხები ,,მაგრამ აღზრდა რას უშველის თუ ბუნებამ არ უშველა,,
temo
21 ოქტომბერი 2018 16:59
1
მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,თუ ბუნებამც არ უშველა? - აკაკი წერეთელი. ცუდად არ გაიგოთ,უბრალოდ შევასწორე.მთავარი წინადადების არსია
1
25 ოქტომბერი 2018 08:49
0
შოთა კი არა აკაია ეგ
jiji
22 ოქტომბერი 2018 14:26
1
დავით ყიფიანის და გიორგი ქინქლაძის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მესამე ქართველი ფეხბურთელია,რომელიც ელეგანტურ ქართულ ფეხბურთს თამაშობს.გააზრებული და რაციონალურია მისი ყველა მანევრი;არცერთი ნაბიჯი უაზროდ.უპირველესად სასიხარულო ისაა,რომ ის სულ 19 წლისაა.ამ ასაკში ასეთი ფეხბურთი მსოფლიოს ბევრ კორიფეს არ უთამაშნია.შესანიშნავად მახსოვს 19 წლის მესი და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთვქა,რომ პლეიმეკერის ამპლუაში გიორგის მესიზე უკეთესი ფეხბურთის თამაშიც შეუძლია.ამისთვის კი მრავალი სიტუაციის თანხვედრაც უნდა მოხდეს:მაღალი დონის გუნდი,მაღალი კლასის მწვრთნელი,მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და...რაც მთავარია ფიზიკური კონდიციების ამაღლება.(რამაც მას საშუალება უნდა მისცეს აიცილოს ხშირტრავმიანობა).ერთი სიტყვით გიორგის დიდი გუნდი სჭირდება და ჩემი ღრღმა რწმენით ის ამას ძალიან მალე მიიღებს.ვამჩნევ,რომ გიორგი ვარსკვლავური დაავადებით არასდროს ,,გახდება ავად''და საშუალებას მოგვცემს დიდხანს დავტკბეთ მისი ლამაზი ფეხბურთით.ბედნიერი გზებით გევლოს ჩემო გიორგი.მშობლებს კი უდიდესი მადლობა ასეთი შვილების გაზრდისათვის.
გიორგი ჯანიკაშვილი
21 ოქტომბერი 2018 00:58
6
რეალისტები ვიყოთ . მესის და მარადონას ნუ შევადარებთ. ჩაკვეტაძე გამოვა კარგი ევროპული დონის მოთამაშე და ვერ იქნება სუპერვარსკვლავი.
გიორგი
21 ოქტომბერი 2018 21:49
23
ჩაკვე მაგარი ბიჭია, ვენაცვალე კაცობაში და ჯიგარში
ზურა
20 ოქტომბერი 2018 22:44
0
მთელი საქართველო იმედით შესცქერის ამ ბიჭს, იმედია ესე გაარძელებს და მთელი მსოფლიო მისი გულშემატკივარი გახდება.
გულშემატკივარი
20 ოქტომბერი 2018 20:00
0
უფრო მეტს მიაღწევს ქალბატონო. ასე გააგრძელოს და მილიონობით გულშემატკივარი ეყოლება. წარმატებებს ვუსურვებ! მისმა გამოჩენამ ყველას დიდი იმედი მოგვცა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს !!!
გგგ
20 ოქტომბერი 2018 18:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული