"ლეგენდის სამარცხვინო გაცილება!" - სოციალურ ქსელში ბაბუნაშვილის მატჩზე საუბრობენ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქის" არაოფიციალური გვერდი შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელ მატჩს გამოეხმაურა.

აღნიშნულ გვერდს ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივარი ლევან დანელია მართავს და პოსტიც გვერდე მან გამოაქვეყნდა.

"ლეგენდის სამარცხვინო გაცილება!

ქუთაისის ტორპედოს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შოთა ბაბუნაშვილმა კარიერა დაასრულა. არაერთი საუცხოო მატჩი, ულამაზესი გოლები, საოცარი ტექნიკა, უზადო პასები, უამრავი ტიტული. ასე შეიძლება შეფასდეს ტორპედოს რვიანის კარიერა. მადლობა ყველაფრისთვის ბაბუნა!

19 ოქტომბერს დაიგეგმა მისი გაცილება ფეხბურთიდან...ის ამ სეზონში გუნდის განაცხადში იყო, საინტერესოა რატომ დაემშვიდობნენ სეზონის შუაში, როცა ასეთი მატჩები სეზონის ბოლოს იმართება, უცნაურია. ინტერვიუში კახა ჩხეტიანი
საუბრობდა ბაბუნას შესახებ, ისე გულმოდგინედ უხდიდა მადლობას პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას ამ მატჩის ორგანიზებისთვის, ვიფიქრე რამე გრანდიოზული სანახაობა მოეწყობოდა, მეც წავედი მატჩზე და აქედან დაიწყო ჩემი გარკვირვება, მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით...

სამწუხაროდ სტადიონზე მაქსიმუმ 1000 მდე მაყურებელი თუ იქნებოდა, სირცხვილი ხელმძღვანელობას რომ ეს მატჩი ჯეროვნად ვერ გააპიარა და სირცხვილი ქუთაისელ მაყურებელს რომ სტადიონზე არ მოვიდა, ბაბუნა ცარიელი ტრიბუნების წინ გაცილებას ნამდვილად არ იმსახურებდა!

ვეტერან ფეხბურთელებს კეჩის ბაზრობაზე ნაყიდი მაიკები ეცვათ, ადვილ გზას მიაგნო ხელმძღვანელობამ, მაქსიმუმ 5 ლარი დაჯდომოდა ეს სამარცხვინო მაიკები. მასეთი მაიკებით ფეხბურთელი გაეცილებინოთ პირველად ვნახე, ეს არის შოთა ბაბუნაშვილის ამაგის დაცინვა! 2 კაპიტნის სამკლაური ვერ გაიმეტეს, ნორმალურად რომ გამოსულიყვნენ მონაწილე გუნდები. ამ სამარცხვინო მაიკებზე ტორპედოს ამჟამინდელი შორტები, ზურგზე და შორტებზე სხვადასხვა ნომრები ეწერათ. ტორპედო ლოგო კი უკუღმა ეხეტა მაისურებზე - უკუღმა! ფოტოზეც შეგიძლიათ ნახოთ...ხედავთ რამდენი შეუსაბამობაა?!

ევროპაზე ტუალეტის ჩაურეცხაობის გამო თავი რომ მოგვჭრეს ამ მართლა ტუალეტში ჩასარეცხებმა, კიდევ ერთხელ ''გვასახელეს'' - შუა თამაშის დროს სარწყავი სისტემა ჩართეს სტადიონზე, მთელი ინტერნეტ სივრცე დაგვცინის ამის გამო. 1 ფეირვერკი ვერ გაუშვეს ბაბუნას საპატივციმულოდ - 1 ფეირვერკი, რომელიც 300 ლარი დაჯდებოდა! ისევ ფანებმა იყოჩაღეს, პერფომანსით მოუხადეს ლეგენდას მადლობა და ლამაზი ფაერ-შოუ მოაწყვეს.

ხო კიდევ, ხმის სისტემაც გამოსული იყო მწყობიდან და ნორმალურად ხმა არ ისმოდა, არც ლაივ რეპორტაჟი ვარგოდა, მხოლოდ 1 კამერით იყო გადაღებული. მე გისვამთ თქვენ შეკითხვას, რა გააკეთა ხელმძღვანელობამ ამ თამაშისთვის მოსაწონი? მხოლოდ 1 რამ დაწერეთ - ერთი!

ასეთ გაცილების მატჩს სულ არ ჩატარებულიყო ის ჯობდა. ტორპედო თქვენი არ არის, ბოტასის ქურდის მიერ სკამზე დასმულო პროკურორ-გამგებელო!", - წერია პოსტში.

newpress.ge ამ თემასთან დაკავშირებით "ტორპედოს" მარკეტინგის მენეჯერს იმედა გიორგაძეს დაუკავშირდა. ის აცხადებს, რომ სარწყავი სისტემის ჩართვა, უბრალოდ სახალისო ფაქტი იყო და ამით ამხანაგურ მატჩზე რაიმე ინციდენტი არ მომხდარა.

"ამხანაგური მატჩი იყო, გაცილება ბაბუნაშვილის, ხომ არ იყო ოფიციალური თამაში, თუ რაღაც სამხიარულო და სახალისო მოხდა ამაში პრობლემას ხედავთ და ინციდენტს ეძახით? ჩვენ კიდევ ძაღლების და კატების შეშვება გვინდოდა სტადიონზე, მაგრამ მშიერები იყვნენ და შეეზარათ შესვლა. ჩამოსული იყვნენ ფედერაციიდან, სახალისო ინციდენტი მოხდა და ამაში ცუდს რას ხედავთ? რა არ მოეწონა, ბევრი ხალხი რომ არ მოვიდა ეს? ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული და ყველფერი კარგად მოხდა"- განაცხადა იმედა გიორგაძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჭიჭიკიას და ბიჭიკიას ხელი ურევია ამ საქმეში! მომკალით თუ ეს ასე არ იყოს! აბა მითხარით თქვენ მე, ვინ უყურებდა ამ ვიდეოს მარტო იმიტომ რომ ბაბუნაშვილის გაცილება ენახათ? ამიტომ, ჭიჭკიამ და ბიჭიკიამ შეიმუშავეს გენიოსური გეგმა ჩაერთოთ სარწყავი სისტემა შუა თამაშის დროს! ასე იხილა ბაბუნაშვილის გაცილება მილიონობით მაყურებელმა მსოფლიოში! ასეა აგი! ჰო კიდევ, ეს ის ქალაქია, სადაც დროშა ვერ დაკიდენ!
ლუკა
03:46 21-10-2018
3
მინდა კორექტული ვიყო, მაგრამ წყლის სისტემის ჩართვა თუ სახალისოა ან ძაღლები და კატები რა შუაშია,ანდა რა მოგვკალით არ ვარ რობოტი რა უბედურებაა რობოტი ,რომ არ ხარ იმის დადასტურება ყოველჯერ საიტზე რა არი რით ვერ გაიგეთ,მოკლედ ვაი ქუთაისსაც ბათუმსაც თბილისსაც და მთელ საქრთველოს,კრიტიკასაც არ კადრულობენ ვითომ ბარსელონას წარმომადგენლები იყვნენ,იმიტომაც ვართ კარგ დღეში,ბატონ შოთას კი ვუსურვებ წარმატებებს.
გოჩა
22:07 20-10-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული