სუპერსენსაცია. ჰოლანდიასთან განადგურების შემდეგ საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა შვედეთს ფრე გაუგორა

AutoSharing Option
ჰოლანდიაში მიმდინარე 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუზავდა - 1:1.

ანგარიში პირველ ტაიმში ნინა კოპანგმა გახსნა, 78-ე წუთზე კი ჩვენი გუნდის თავდამსხმელმა ნათელა წოწერიამ საპასუხო გოლი გაიტანა.

შვედების მწვრთნელმა პალ ლაგესტრიომმა დაიჩივლა, რომ დიდ უპირატესობას ფლობდნენ და იმედგაცრუებულია.

ეს შედეგი გასაკვირია, რადგან პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ჰოლანდიასთან 0:16 განადგურდა, ხოლო შვედეთმა ლატვიას 11:0 მოუგო.

დღეს ჰოლანდიამ ლატვიას 7:0 სძლია.

ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ლატვიასთან ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდით გოგონებო ცინებაროდესაც ბიჭი აკომენტარებს გოგოებირომარიან ეტყობათო იცითრას გეტყვიით? ბიჭებისარჩანს რამდენჯერ გაუნადგურებიათ სხვა გუნდებს მაგრამ არა გოგოებს რა უნდათ ფეხბურთში იმას გაიძახიან: (( ქალი ბევრ რამე ს აკეთებს რასაც არუნდააკეთებდეს და თვითონ იღებენ ხოლმე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და რატოიმას არ ამბობთ :(( ქალი რომაასაზღვარგარეთ ოჯახს არ ჩვენს და კაციკიდე სახლშიზის და არაფერსარ აკეთებს :((( ცუდია რომ რეალობას ბოლომდეარ აღიქვამენ ასეთები :(( წარმატებები გოგონებს არასდროსარ მოუსმინოთასეთ ადამიანებს რადგან ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და მჯერა საქართველოს გოგონათა ნაკრებიც წარმატებას მიაღწევს :))) არასდროსთქვათ არასდროს :)) მიყვარხართ :**** წარმატებები
0
მოგების ილუზია ნამდვილად არამაქ,მაგრამ გამოდეს ყოველ 5 წუთში ერთი გოლი,ანუ მოწინააღმდეგის გარეშე უნდა იყო სტადიონზე რომ კარამდე ჩაირბინო და ყოველ ჩარბენაზე ბურთი შეაგორო კარებში,უბრალოდ ძალიან სირცხილია ეს...
euhh
18:29 21-10-2018
1

სიახლეები პოპულარული