ჰოლანდიაში მიმდინარე 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუზავდა - 1:1.
ანგარიში პირველ ტაიმში ნინა კოპანგმა გახსნა, 78-ე წუთზე კი ჩვენი გუნდის თავდამსხმელმა ნათელა წოწერიამ საპასუხო გოლი გაიტანა.
შვედების მწვრთნელმა პალ ლაგესტრიომმა დაიჩივლა, რომ დიდ უპირატესობას ფლობდნენ და იმედგაცრუებულია.
ეს შედეგი გასაკვირია, რადგან პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ჰოლანდიასთან 0:16 განადგურდა, ხოლო შვედეთმა ლატვიას 11:0 მოუგო.
დღეს ჰოლანდიამ ლატვიას 7:0 სძლია.
ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ლატვიასთან ჩაატარებს.