კასპში უეფას II კატეგორიის სტადიონი აშენდება

AutoSharing Option
23 ოქტომბერს, კასპში უეფას II კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ოფიციალურ ღონისძიებას, რომლის დროსაც საძირკველში სპეციალური კაფსულა ჩაეშვება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კასპის სტადიონი უეფას II კატეგორიის სტანდარტებით აშენდება, დაიგება ხელოვნურსაფარიანი მოედანი, დამონტაჟდება ხელოვნური განათება და მოეწყობა 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
სირცხვილია ლანჩხუთის გურია რომ ესეთ დღეშია და ერთ დროს საუკეთესო სტადიონის მქონე ქალაქი დღეს ამ ყანაში თამაშობს.მოგვხედეთ ფედერაცია...
გურიიდან
18:09 22-10-2018
2
ზუგდიდში ხო ააშEნეთ და ეხლა ამასაც ეგრე თU ააშენებთ ყოჩაღ
cotne
17:13 22-10-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული