საჩხერის "ჩიხურა" 80 წლის გახდა!

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" 80 წლის გახდა. ამასთან დაკვშირებით ქალაქის ცენტრში შეკრებილმა საჩხერელებმა, "საჩხერლობასთან" ერთად, კლუბის საიუბილეო თარიღიც იზეიმეს.

იმერული კლუბი 1938 წელს დაარსდა და საქართველოს დამოუკიდებლობამდე, ქვეყნის შიდა დივიზიონებში ასპარეზობდა. "ჩიხურას" მნიშვნელოვანი დღე ფეხბურთის ფედერაციამ სამახსოვრო საჩუქრით მიულოცა.

Sportall.Ge
გიორგი გაბედავა ოჯახთან ერთად

"ჩიხურამ" საქართველოს საფეხბურთო პირამიდის უმაღლეს დონეზე - ეროვნულ ლიგაში, პირველად 2006-07 წლებში ითამაშა. მას შემდეგ კლუბი შიდა ასპარეზზე წარმატებულად ასპარეზობს - "ჩიხურა" 2017 წელს საქართველოს თასის მფლობელი (ფინალისტი - 2012/2013, 2013/2014 წლებში) და 2015 წლის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (ფინალისტი
- 2014/2015, 2017/2018) გახდა.

Sportall.Ge
2017 წლის საქართველოს თასის მფლობელი გუნდი

ჩემპიონატში "ჩიხურას" საუკეთესო პოზიცია - 2016 წლის გარდამავალ სეზონში დაკავებული მეორე ადგილია, სადაც სოსო ფრუიძის გუნდი საჩემპიონო მატჩში, "დინამო არენაზე" - 0:2 დამარცხდა.

მომზადებულია eliga.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული