ევროპული ფეხბურთის მართვის ორგანიზაციამ ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, ევროპის სუპერთასის და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალების ჩასატარებელი ადგილები უნდა შეარჩიოს.
ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის პრეტენდენტთა შორის სამი ქვეყანაა: ავსტრია (ვენა), ესპანეთი (სევილია) და საქართველო (თბილისი).
ჩვენი მხრიდან ფინალის ჩატარების შესაძლო ადგილი "დინამო არენაა".
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ამ მატჩის ჩასატარებლად რუსეთი (სანკტ-პეტერბურგი) და გერმანია (მიუნხენი) იბრძვიან.
სუპერთასის ფინალის მასპინძლად ბელორუსს (მინსკი), ფინეთს (ჰელსინკი), ჩრდილოეთ ირლანდიასა (ბელფასტი) და უკრაინას (ხარკოვი) შორის შეარჩევენ.
საბოლოო გადაწყვეტილება 2019 წლის მაისში ან ივნისში იქნება მიღებული.
2015 წელს "დინამო არენამ" "ბარსელონას" და "სევილიას" ევროპის სუპერთასის ფინალს უმასპინძლა, სადაც კატალონიურმა კლუბმა 5:4 გაიმარჯვა.
მომზადებულია UEFA-ს ოფიციალური გვერდის მიხედვით