შეხვედრის მე-15 წუთზე მარსელ ზაბიცერმა ბრუნო ფერნანდეშის ჩინებული პასით ისარგებლა და "წითელი ეშმაკები" დააწინაურა.
გატანილი გოლიდან 5 წუთში ანტონი მარსიალმა მეკარესთან პირისპირ კვლავ ზაბიცერი დატოვა და ავსტრიელმა დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმში "იუნაიტედი" გოლის გატანასთან კვლავ ახლოს იყო, თუმცა ანტონის დარტყმული ძელს მოხვდა. 83-ე წუთზე ტაირელ მალასიას შეცდომით ხესუს ნავასმა ისარგებლა და ანგარიში შეამცირა.
ამის შემდეგ "სევილია" გააქტიურდა და დავიდ დე ხეას კართან არაერთი მომენტი შექმნა, 92-ე წუთზე კი ცვლილებაზე შემოსულმა ჰარი მაგუაიერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ესპანეთში 20 აპრილს გაიმართება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრაიტონის" ნახევარმცველებით დაინტერესდა