თბილისის "დინამოს" 14-წლამდელთა გუნდი ატეიტის თასზე გაემგზავრა

AutoSharing Option
დინამო "თბილისის" 14-წლამდელთა შემადგენლობა ვასილ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ვილნიუსში გაემგზავრა.

თბილისელები ლიეტუვაში მიმდინარე ატეიტის თასზე მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისელები ტურნირის B ჯგუფში ხვალ, 2 ნოემბერს ლატვიურ "დაუგავპილსს" და ესტონურ "კალევს" შეხვდებიან, ზეგ კი - ბელორუსის "ნემანს" და ლიეტუვის საფეხბურთო აკადემიას. ამის შემდეგ უკვე პლეი-ოფების ჯერიც დადგება. "დინამო" ვილნიუსში შემდეგი 20 ფეხბურთელით გაემგზავრა:

ლუკა ჯოჯუა, პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა ჯანაშია, თორნიკე მოლაშვილი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ გოგებაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, არჩილ დათუაშვილი, შოთა კვერენჩხილაძე, გიორგი აღდგომელაშვილი, ნიკა ცხოვრებაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, საბა გეგიაძე, ანრი როსივერი, რატი ხუტიაშვილი,
ომარ თოდუა, ჯადული იობაშვილი, თეიმურაზ დევიძე, ლევან კობახიძე, დავით შიოლაშვილი.

ატეიტის თასზე "დინამოს" 12-წლამდელთა გუნდმა ოქტომბერში მეორე ადგილი დაიკავა.

altU12. თბილისის "დინამო" ატეიტის ტურნირის ფინალშია

altთბილისის "დინამოს" 12-წლამდელთა გუნდმა ატეიტის თასზე მეორე ადგილი დაიკავა


მომზადებულია Fcdinamo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული