ბათუმის Uefa-ს სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა

AutoSharing Option
ბათუმის საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

ამჟამად მიმდინარეობს ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და სტადიონის გადახურვის სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში ხორციელდება ტიხრების, ტრიბუნების, საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა და ფასადის მოპირკეთების სამუშაოები.

სტადიონი UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.

Sportall.Ge

Sportall.Ge


მომზადებულია სამშენებლო კომპანია "ანაგის" ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბათუმელებს და მთლიანად საქართველოს ვულოცავ მართლაც დიდებული სტადიონის მშენებლობას! მეც გარკვეულწილად გული მწყდება, რომ ტრიბუნები მხოლოდ 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.მაგრამ არა უშავს, დასაწყისისთვის ესეც კარგია. ვფიქრობ, რომ შემდეგისთვის აუცილებლად საჭირო გახდება ტრიბუნების დამატება, რაც პატარა სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად ადვილი მისაღწევია.
ბათუმის "დინამოს"კი ვუსურვებ ახალ სტადიონზე თავისი ფანების გახარებას და საქართველოს 2019 წლის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას!
თბილისელი გულშემატკივარი
21 იანვარი 2019 04:04
0
როგორც იქნა!!! კარგია რო შენდება, ცოტა გული დამწყდა , 20000-ზე მეტი ტევადობა რო არ ექნება... /
Vasili
11 დეკემბერი 2018 10:56
0
20000 იან სტადიონს რომ აშენებთ აგეშენებინათ უეფას სტანდარტების შესაბამისი რაოდენობის სტადიონი სადაც რომ რამე ყოფილიყო მინიმუმ უეფას თასის ფინალის ჩატარების უფლებას მოგვცემდნენ მაგალითად 35000 ათასიანი სტადიონი... თუ აკეთებთ გააკეთეთ მადლიანად და ხარისხიანად ყველაფერი! ! ! არ გიყვართ ფეხბურთი და თქვენი სამშობლო??? აღარ უნდა განვითარდეთ ბოლობოლო როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს განუკითხაობა???
qomagi
11 დეკემბერი 2018 09:39
5
და ხარისხიანი თუარ იქნება არც ჩაიბარებენ ეგეთ ნაგებობას ეგ სტადიონია და არა საკუჭნაო.მე ის უფრო მადარდებს სახლებს რო აშენებენ უპრაგონოდ ყოველგვარი სეისმური გაანგარიშების გარეშე კერძო ფირმები.
zaza
06 დეკემბერი 2018 12:23
0
რატო მიბლოკავთ კომენტარებს ?
ბათუმელი
02 ნოემბერი 2018 17:34
0
amasaz miafuchecheben, rogorz sxva danarchen nagebobebs, es xom sakartveloa, uxarisxobis kvadrati))))
qomagi
02 ნოემბერი 2018 14:42
25
ისე შენ სადაური ხარ ? ძალიან გინდა რო მიაფუჩეჩონ ? ეს ბათუმია ერთერთი წამყვანი ქალაქი საქართველოში და არავის აქვს უფლება სტადიონი მიაფუჩეჩონ,მითუმეტეს 156 მლ ჯდება აშენება
ბათუმელი
02 ნოემბერი 2018 17:34
0
აბსოლიტურად ვეთანხმები სოსოს.კარგია რომ მაღალ ტემპში მიმდინარეობს სამუშაოები მაგრამ მთავარი ისაა რამდენად ხარისხიანად კეთდება ეს.ღმერთმა ნუ ქნას და რაიმე შეცდომები იქნას დაშვებული ისეთი რომელიც ცუდ შედეგებს მოიტანს,აქ ხომ ათასობით ადამიანი უნდა დაესწროს მატჩებს თუ გინდა სხვა სახის ღონისძიებას.იმედია კონტროლი ძალიან მკაცრი და დროული იქნება რათა გამოსწორება გვიანი არ იყოს.
ქობულეთელი
02 ნოემბერი 2018 14:28
0
ძალიან მიხარია ბათუმის დინამოს რომ სტადიონი ექნება ასეთი მაღალი დონის ძლივს მიხვდნენ რომ სუფთა საფეხბურთო სტადიონი ჯობია სარბენ ბილიკიანს!!! ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ ამ გუნდს მახსოვს სელტიკებს და ეინდხივენებს ებრძოდა. წარმომიდგენია რა ატმოსფერო იქნება რომ გაივსება ეს სტადიონი თამაშებზე. კიდევ ერთი ძლიერი გუნდი შეემატება ეროვნულ ლიგას
გიორგი
02 ნოემბერი 2018 13:08
1
სანშენებო კომპანია ანაგი აშენებს როგორც ფოტოებიდან ჩანს... საკმაოდ სოლიდური კომპანიაა და წესით არ მიაფუჩეჩებს ესეთ სტრატეგიულ ობიექტს, კომპანიის სახელზე აისახება ნებისმიერი შეცდომა.
vvvv
02 ნოემბერი 2018 12:13
0
კარგია!რომ იძახიან არაფერი არ კეთდებაო აგერ ეს სტადიონი თურმე კეთდება!
gigo
02 ნოემბერი 2018 12:00
9

სიახლეები პოპულარული