საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა თურქეთთან მატჩებისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი თურქეთის ქალთა ეროვნულ ნაკრებს 8 და 11 ნოემბერს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შედგება.

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრებისთვის მზადება 2 ნოემბერს დაიწყო და 20 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი

მცველები: თამარ ქველიძე (კარლსრუე, გერმანია), თამარ ტატუაშვილი (ჰაკარიგუჯუ სპორი, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ანა ზაქაიძე (ნიკე, თბილისი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), ნინო
სუთიძე

ნახევარმცველები: თეონა ბაქრაძე (ჰაკარიგუჯუ სპორი, თურქეთი), თამარ დოლიძე (დინამო, ბათუმი), ნინო პასიკაშვილი (ნიკე, თბილისი), თეონა თოდაძე (ნიკე, თბილისი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (სანდვიკენი, ნორვეგია), თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი)

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (ქონაქი ბელედიესპორი, თურქეთი), ლელა ჭიჭინაძე (იედნისტი, უკრაინა), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი)

altპირველად ქალთა ფეხბურთის ისტორიაში! - საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2019-ის ელიტრაუნდში ითამაშებს



მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებებიი
0
Aba mogvigia
Titiko
14:17 07-11-2018
3

სიახლეები პოპულარული