რომან ფიფია: გუნდის ბოლოდროინდელი ასპარეზობა კითხვებს აჩენს

AutoSharing Option
საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/2 ფინალში "გაგრასთან" დამარცხების (0:1) შემდეგ განცხადება "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გააკეთა.

"დინამოს" ბოლოდროინდელი ასპარეზობა და შედეგები, როგორც გულშემატკივრებს, ასევე მეც მიჩენს კითხვებს.

ახლო მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი დასკვნები. ჩემპიონატში კი ბოლომდე ვიბრძოლებთ პირველობისთვის".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯერ კიდევ არის 2-3 ფეხბურთელი გუნდში, ჯერ ეგენი გაყიდე და მაგათ მაგივრად რათქმაუნდა არავინ არ მოიყვანო და მერე იბრძოლებ ჩემპიონობისთვის. Fuf
Tbiliseli
07 ნოემბერი 2018 22:44
6
ეს კაცი არის დინამოს ისტორიაში ყველაზე უპასუხისმგებლო პრეზიდენტი და ეს მდგომარეობაც მისი მახინჯი მმართველობის შედეგია !
)))))
07 ნოემბერი 2018 22:39
5
ვინც ფიფიას ადანაშაულებს და ცუდი კუთხით წარმოაჩენს, მას მერწმუნეთ საქართველოს ფეხბურთი წარმოუდგენია ფეხბურთელების გასყიდ ბაზრად, დახლად -
არის უმადურობა და ჩასაფრებული კაცის პოზიცია. ნახეთ მისნაირი კაცი ქართულ ფეხბურთში მეორე და შეიძლება, ვიღაცამ თავისი ბოღმა გადმოანთხიოს და რაღაც მანქანებით გაამართლობს თავისი ქმედება.
vax-vax
07 ნოემბერი 2018 23:57
49
რა სჭირს ჩასასაფრებელი დალოცვილო? ჩვენი ფეხბურთის ფლაგმანი უკვე ერთი რიგითი ქართული კლუბის დონეზეა
????
08 ნოემბერი 2018 15:55
0
ფიფია დინამოში არის 2011 წლიდან. მისი პლიუსებია 1) საქართველოში საუკეთესო ბავშთა აკადემია; 2) აკადემიის აღზრდილი ჩაკვეტაძე, რომლის დამსახურებაცაა ერთა ლიგაზე 1 ადგილი და რომელიც ერთადერთი გამართლებული ტრანსფერია დინამოდან.
მინუსები: 2011 წლის ბრწყინვალე დინამო რატომ დაშალა? 2012 წლიდან ყოველ 6 თვეში ერთხელ ფიფია ყიდის წამყვან ფეხბურთელებს და ყოველი 6 თვის მერე დინამო უფრო სუსტია ვიდრე იყო 6 თვის წინ და ხდება აზერები, ყაზახებიის, სლოვაკების და სხვა მაჩანჩალების მსხვერპლი. დინამოს ადრეც ბევრჯერ შეურცხვენია ქართული ფეხბურთი, მაგრამ ზედიზედ 6 წელი არასდროს.
გავიდა 7 წელი და დღემდე არ ვიცით რატომ დაშალა 2011 წლის მაგარი გუნდი და 2012 წლიდან კი დინამო გახდა ფიფიას ქარვასლა?
სამწუხაროდ საქართველოს ჩემპიონატი დამოკიდებულია დინამოზე, ყველა ქართული გუნდის მთავარი მიზანია დაამარცხოს დინამო შესაბამისად დინამო თუ იქნება ძლიერი სხვა გუნდებიც ეცდებიან დინამოს დასამარცხებლად გაძლიერდნენ. ბოლო ორი წელია საქართველოს ჩემპიონატი არის ჩემი აზრით დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დაბალ დონეზე, იმიტომ რომ ასეთი მაჩანჩალა ფიფიას ქარვასლა აქამდე არასდროს ყოფილა.
დათო30
08 ნოემბერი 2018 10:55
1
აკადემია, ფან შოპი და მაისურები კარგია, მაგრამ ფიფიას ხელში შენობა ნაგებობების მეტი აღარაფერი დარჩა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანისგან. ბოლომდე იპარაზიტეს "დინამოს" ჟღერად სახელზე რასაც ქვია.
ირაკლი
08 ნოემბერი 2018 16:16
0
ფიფიას საწინააღმდეგო რა გვექნებოდა შედეგი რომ იყოს.შედეგი ნულია...რა არ მოვთხოვოთ მეპატრონეს შედეგი?თუ გენტს და შტურმს ვუგულშემატკივროთ?!
მიშა
08 ნოემბერი 2018 14:57
0
რა პირველობისთვის უნდა იბრძოლო რომან შენ გჯერა რასაც ამბობ? პირველობას არ იმსახურებ და არც ხართ პირველ ადგილზე, ვინც იმსახურებს ის არის პირველზე. გული მწყდება და მტკივა დინამო ასეთ მდგომარეობაში რომ არის
ზიზუ
08 ნოემბერი 2018 11:54
0
ფიფიას ცხადია რომ დინამოსთვის უკეთესი უნდა,მაგრამ ისიც ცხადია რომ მისი დღევანდელი პოლიტიკა დინამოსთან მიმართებით მცდარია და მოძველებული და ფაქტიც სახეზეა,გულშემატკივარმა,დინამოს ფანკლუბშიც კი ძალიან მოიკლო.მისმა პოლიტიკამ რომ გაამართლოს გუნდმა ჯერ რაიმე ფორმით ევროსარბიელზე წარმატებას უნდა მიაღწიოს.ის აკეთებს ერთ-ორ წლიან გუნდებს და მერე შლის.გასაგებია მისი პოლიტიკა და ეგ ნორმალურიცაა ჩვენი დონის ქვეყნისთვის და გუნდისთვის,მაგრამ აწყობილი გუნდი როგორმე ბევრი წლით უნდა შეინარჩუნოს,რეკლამა უნდა გაუკეთოს.ფიფია ქართული ფეხბურთიდან გასაშვები და სალანძღავი ნამდვილად არაა,უბრალოდ მის პოლიტიკაში ცვლილებები უნდა შეიტანოს
levani
08 ნოემბერი 2018 12:12
1
19 წლამდელებში რომ იყო ტრენერი ეგ დანიშნონ უშველის დინამოს!
dinamo
08 ნოემბერი 2018 15:22
7
თბილისის "დინამოს" მიერ გაზრდილი ფეხბურთელები წარმატებით თამაშობენ საქართველოს ნაკრებში. ჩემის აზრით, "დინამოს" ჩემპიონობაზე ბევრად უკეტესი, ნაკრების წარმატებაა... ამისათვის მადლობა ფიფიას და "დინამოს" მთელს სამწვრთნელო შემადგენლობას...
tngh
08 ნოემბერი 2018 11:14
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული