კალაძეს საკრებულოში "ინტერის" ფორმა დაუტოვეს - თბილისელებს ისე უყურებს, როგორც "ინტერის" ფეხბურთელებს

AutoSharing Option
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ქალაქის მერის, კახა კალაძისთვის გადასაცემად "ინტერის" მაისური მიიტანა.

"ერთი წელი გელაპარაკებოდათ, თბილისური და ქალაქური არ ესმის, არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ამიტომ, ნახეთ, ხალხის წინააღმდეგ რომ არის სულ. ეს არის "ინტერის" ფორმა. "მილანი" და "ინტერი" არიან დაპირისპირებულები. კალაძე თბილისელებს უყურებს როგორც "ინტერის" ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს, თუ არადა აქ დაგიტოვებთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული