პირველად სანაკრებო ტურნირებზე: ქართველ არბიტრთა ბრიგადამ ერთა ლიგის მატჩში იმსაჯა

AutoSharing Option
18 ნოემბერს, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, სადაც ერთმანეთს სან მარინო და ბელორუსი შეხვდნენ (0:2), მთავარი არბიტრი ქართველი გიორგი ყრუაშვილი იყო.

მას პარტნიორობას უწევდნენ სხვა ქართველი არბიტრები: გვერდითა არბიტრი - ზაზა მენთეშაშვილი და ზაზა ფიფია; მეოთხე არბიტრი: ლევან ვარამიშვილი და დამატებითი მსაჯები - გიორგი ვადაჭკორია და გიორგი კიკაჩეიშვილი.

ეს ახალგაზრდა ქართველი რეფერისთვის პირველი საერთაშორისო გამოცდილება არ ყოფილა. აქამდე მას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ საკვალიფიკაციო მატჩშიც უმსაჯია.

გიორგი ყრუაშვილი 32 წლისაა. ის რეგულარულად სჯის
საქართველოს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მატჩებს.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ასეთი მსაჯები როცა მსაჯობენ უკვე ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებს აქვთ გამოცდილება ადვილად შეეგუონ საერთაშორისო სტანდარტებს. მოკლედ ძალიან კარგია და მეტს აღარ გავაგრძელებ ახსნას.
გენო
17:01 20-11-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული