პირველად ისტორიაში, ქართველ არბიტრს ფიფას პირველი კატეგორია მიენიჭა

AutoSharing Option
ქართველი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რაც მას უფლებას მისცემს, უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი პირველი არბიტრია, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.

გიორგი ყრუაშვილმა სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო. 35 წლის ქართველი არბიტრი ბოლო წლებში უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის მატჩებზე მუშაობს. 2020 წელს კი, ქართულ ბრიგადასთან ერთად, გიორგი ყრუაშვილმა 21 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი განსაჯა.

ქართველი არბიტრები გოგა კიკაჩეიშვილი და ირაკლი
კვირიკაშვილი კი, რომლებიც დღემდე ფიფას მესამე კატეგორიის არბიტრის რანგში მსაჯობდნენ, დღეიდან საქმიანობას მეორე კატეგორიის არბიტრის რანგში განაგრძობენ.

gff

altსაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასა და "დისნეის" ახალ პროექტში

altქართველი მსაჯები უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩზე

alt"პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება" - ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგია



მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სასიხარულო და საამაყოა ქვეყნისთვის ყოჩაღ წარმატებები და მადლობა ქვეყნისთვის თავდადებისთვის შრომისთვის უფალმა გაახაროს და გააძლიეროს ასახელე სამშობლო და ოჯახი უფრო და უფრო მეტისთვის მიგეღწიოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გემსაჯოს რაც ალბათ არანაკლები წარმატება იქნება ისევე როგორც მსოფლიოს ჩემპიონობა.
კახა
20:08 17-12-2021
0

სიახლეები პოპულარული