14:07 22-11-2018
"ჩემი ქვეყნის დროშის გაშლას ვერასდროს დამიშლიან" - ქართველი ემიგრანტები შვედეთი-რუსეთის მატჩზე [VIDEO]
AutoSharing Option
აღნიშნულ მატჩს დაესწრნენ შვედეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, რომლებმაც ტრიბუნებზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის დროშითა და შესაბამისი მაისურებით გააპროტესტეს.
ერთ-ერთი მათგანია ანი გამყრელიძე, რომელიც ამ ფაქტის ირგვლივ არსებულ გამოხმაურებებს სოციალური ქსელით პასუხობს:
"ძალიან საწყენია რომ ამაზე კომენტარის გაკეთება მიწევს, თუმცა მაინც მინდა გიპასუხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მწერთ, პოლიტიკა და სპორტის არევა სასაცილო ან არასწორი საქციელიაო...
დავიწყებ იქიდან, რომ არცერთი ჩვენგანი არ ურევს ამ ორს ერთმანეთში. არც გასაკვირი უნდა იყოს, შვედეთში მცხოვრებლები თუ მათ გუნდს ვგულშემატკივრობთ (!!).
როდესაც ხარ ემიგრანტი, ათასობით კილომეტრით შორს საკუთარი მიწიდან, ვერც საოკუპაციო ხაზზე აფიქსირებ შენს პროტესტს და ფიზიკურად არ გეძლევა სხვა საშუალება გულისტკივილის გამოხატვის.
სწორად მიმაჩნია, ოკუპანტებს შევახსენოთ ეს ამბავი, ყველგან (!), სადაც საშუალება მოგვეცემა!!
ეს არ ყოფილა პოლიტიკური აქცია. ნებისმიერი არასწორი მოქმედება და დამიჯერეთ, სტადიონზე არავინ შეგვიშვებდა.
ჩემი ქვეყნის დროშის გაშლას ვერასოდეს დამიშლიან, სადაც არ უნდა ვიყო!
და მაისურზეც ზუსტად ის მეწერება, რაც მიმაჩნია, რომ ყველას უნდა გვახსოვდეს და მსოფლიომ გაიგოს!
პოლიტიკური ბანერებით რომ დამინახავთ სტადიონზე, მერე მლანძღეთ და დამცინეთ, გერევა და სტადიონზე ხარო." - წერს ანი გამყრელიძე Facebook–ზე.
რუსეთის ნაკრები შვედეთთან მარცხის შემდეგ B დივიზიონში ჩარჩა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
სპორტი სახელმწიფოს ერთ-ერთი სფეროა!
შეიძლაბა ომი წავაგეთ ამ ღორებთან, მაგრამ ჩვენ სიტყვითა და პროტესტით მაინც უნდა გაუწიოთ ბრძოლა, თუ ამ რუსებს აქვთ შივინიზმი ყველა სფეროში, და ბლატაობენ ჩვენ ვართ რაც ვართო, ჩვენ დროშის გაშლა და ჩვენი აზრის გამოხატვაც არ უნდა შეგვეძლოს? მე როგორც ქართველი ვაღიარებ იმას რომ, რუსები არიან ოკუპანტები, და არ არიან უკეთესები ამ დედამიწის ზურგზე, ჩვენ ჩვენი დამწერლობა მაინც გაგვაქჩნია და ჩვენ იმის ჭკუა მაინც გვქონდა, რომ ჩვენი სახელმწიფო დაგვაერსა!!!
ვაი ქართველნო რომლებმაც სისხლი ღვარეთ ამ რუსების გულისთვის მეორე მსოპლიო ომში!!