"ჩემი ქვეყნის დროშის გაშლას ვერასდროს დამიშლიან" - ქართველი ემიგრანტები შვედეთი-რუსეთის მატჩზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 ნოემბერს შვედეთში ადგილობრივი ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩს დაესწრნენ შვედეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, რომლებმაც ტრიბუნებზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის დროშითა და შესაბამისი მაისურებით გააპროტესტეს.

ერთ-ერთი მათგანია ანი გამყრელიძე, რომელიც ამ ფაქტის ირგვლივ არსებულ გამოხმაურებებს სოციალური ქსელით პასუხობს:

"ძალიან საწყენია რომ ამაზე კომენტარის გაკეთება მიწევს, თუმცა მაინც მინდა გიპასუხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მწერთ, პოლიტიკა და სპორტის არევა სასაცილო ან არასწორი საქციელიაო...

დავიწყებ იქიდან, რომ არცერთი ჩვენგანი არ ურევს ამ ორს ერთმანეთში. არც გასაკვირი
უნდა იყოს, შვედეთში მცხოვრებლები თუ მათ გუნდს ვგულშემატკივრობთ (!!).

როდესაც ხარ ემიგრანტი, ათასობით კილომეტრით შორს საკუთარი მიწიდან, ვერც საოკუპაციო ხაზზე აფიქსირებ შენს პროტესტს და ფიზიკურად არ გეძლევა სხვა საშუალება გულისტკივილის გამოხატვის.

სწორად მიმაჩნია, ოკუპანტებს შევახსენოთ ეს ამბავი, ყველგან (!), სადაც საშუალება მოგვეცემა!!

ეს არ ყოფილა პოლიტიკური აქცია. ნებისმიერი არასწორი მოქმედება და დამიჯერეთ, სტადიონზე არავინ შეგვიშვებდა.

ჩემი ქვეყნის დროშის გაშლას ვერასოდეს დამიშლიან, სადაც არ უნდა ვიყო!

და მაისურზეც ზუსტად ის მეწერება, რაც მიმაჩნია, რომ ყველას უნდა გვახსოვდეს და მსოფლიომ გაიგოს!

პოლიტიკური ბანერებით რომ დამინახავთ სტადიონზე, მერე მლანძღეთ და დამცინეთ, გერევა და სტადიონზე ხარო." - წერს ანი გამყრელიძე Facebook–ზე.

რუსეთის ნაკრები შვედეთთან მარცხის შემდეგ B დივიზიონში ჩარჩა.

altერთა ლიგა. V ტური: ჰოლანდიამ გერმანიას თამაში 0:2-დან შემოუტრიალა და A ლიგის გამარჯვებული გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
შენ გაიხარე! სადაც ამის საშუალება იქნება, ყველგან უნდა ვაფიქსიროთ ის, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტია! სპორტს რაც შეეხება, სწორედ პუტინმა გახადა სპორტი ყველაზე დიდ პოლიტიკად და სადაც მივწვდებით რუსეთის ნაკრებს ან სპორცმენებს, რომლებიც ჩვენი სპორცმენების მეტოქეები იქნებიან, ჩვენი პოზიცია უნდა ვაფიქსიროთ! ასე რომ შენ არ იდარდო ჩემო კარგო, ყველგან მაღლა აწიეთ ქართული დროშა და განსაკუთრებით, იქ სადაც ჩვენი ქვეყნის დამპყრობელთან გვექნება საქმე!
სოხუმელი ვეტერანი
14:56 22-11-2018
3
ვენაცვალე ანის!!
2

სიახლეები პოპულარული