გამარჯვებულები და ფინალისტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დააჯილდოეს.
"ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივა. ჩვენ, როგორც მშობლებს, ძალიან კარგად გვესმის, რა მნიშვნელობა აქვს სპორტში, კერძოდ, ფეხბურთში ბავშვების ჩართულობას და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას მივცეთ ამის შესაძლებლობა. ეს ამ ბავშვებისთვის არის საშუალება,
ფესტივალის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაციის "ჯანმრთელი და ნათელი მომავლისათვის" წარმომადგენლებმა წელს პროექტის საპატიო ელჩი დაასახელეს. "ფეხბურთი ყველას" კეთილი ნების ელჩი, ბავშვების ინიციატივით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა.
ფესტივალი, სახელწოდებით "ფეხბურთი ყველას", სამი დღის განმავლობაში ჩატარდა და მასში ქვეყნის რვა რეგიონიდან 80 ბავშვი მონაწილეობდა, რომლებიც რეგიონული ტურნირების შედეგად შეირჩნენ. პატარა ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის "ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის" ერთობლივი პროექტის მონაწილეები არიან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 ბავშვს აერთიანებს. უკვე 3 წელზე მეტია, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებულ ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში, ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით, საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა, სადაც აღსაზრდელები სისტემატურად ვარჯიშობენ.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით