საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
4 დეკემბერს საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში უნგრეთის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. ქართველთა მხრიდან თითო გოლი ირაკლი თოდუასა და თალესის ანგარიშზეა, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ჯოზეფ ტატაიმ ჩაჭრა.

საქართველოსა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 5 დეკემბერს, 19:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ოლიმპიური სასახლე, თბილისი
საქართველო 3:2 უნგრეთი
გოლები: 1:0 ტატაი (ს.კ), 1:1 ტატაი, 1:2 დროტი, 2:2 თოდუა,
3:2 თალესი
მსაჯები: შოთა ქუხილავა, ლევან ვარამიშვილი, ზვიად ბლიაძე

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, სიმი საიოტი

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკუა, ჯამბურია, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, თოფურია, ქურდაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

უნგრეთი: ალაშტიჩი, კლაჩაკი, შიშკა, კომარომი, ტატაი

სათადარიგო შემადგენლობა: ვარშნი, რიჩარდი, ნაგი, ტარი, რაბლი, ვაში, დროტი, ბორომისა, ტამაში

მთავარი მწვრთნელი: იოზეფ ტურზო



მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
Raqnes maseti
დიმა
15:34 05-12-2018
0
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან.
მეგობრებო ქუხილავა (მსაჯი) რაც არის ყველამ ვიცით, მაგ კაცს ეზიზღება ქართული ფუტსალი და მგონი საქართველოც.კაცი, რომელიც ფულის გამო სულს მიჰყიდის ეშმაკს, მაგრამ ის რაც სკამზე ხდებოდა და შემდეგ ტრიბუნებზე, არის ყოვლად მიუღებელი და დიდი სიქაჯე. კუპატაძის საქციელი სამარცხვინო იყო, ეტყობა ძაან თავში აქვს ავარდნილი. იგივე შეიძლება ითქვას კაპიტანზე. სირცხვილია მეგობრებო, ქუჩური მენტალიტეტით შორს ვერ გავფრინდებით.
gigi
13:27 05-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული