თბილისის "ლოკომოტივის" 19-წლამდე გუნდს საქართველოს ჩემპიონის თასი გადაეცა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" 19-წლამდე გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 19-წლამდე ლიგის ჩემპიონია.

2018 წლის სეზონის გამარჯვებულს, კუთვნილი თასი და მედლები 7 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს.

"პირველ რიგში თბილისის "ლოკომოტივს" ვულოცავ მიღწეულ წარმატებას. ჩემი აზრით, ამ ასაკში მიღწეული წარმატება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ეს არის ის ასაკობრივი ჯგუფი, რომლის შემდეგ ფეხბურთელები პროფესიონალურ დონეზე გადადიან. "ლოკომოტივმა" ამ გამარჯვებით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კლუბი სწორად ვითარდება და ძლიერი აკადემია ჰყავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ახალი ინიციატივის თანახმად, 15-წლამდე, 17-წლამდე და 19-წლამდე ლიგების გამარჯვებულებისა და მეორე ადგილოსნების საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობას სრულად ჩვენ დავაფინანსებთ. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სწორედ ასეთი საერთაშორისო ტურნირები იძლევა იმის საშუალებას, რომ რეალურად შეფასდეს თუ რა დონეზე იმყოფება კონკრეტული აკადემია და რა მიმართულებით სჭირდება მას განვითარება." - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

"ლოკომოტივმა" 19-წლამდე ლიგის "ბ" ჯგუფსა და ოქროს ლიგაში, მთელი სეზონის მანძილზე წაუგებლად იასპარეზა. სულიკო დავითაშვილის გუნდმა 28 მატჩი ჩაატარა, 25 გამარჯვება მოიპოვა და სამი მატჩი ფრედ დაასრულა. ლოკოს აკადემიის გუნდმა 28 მატჩში 139 გოლი გაიტანა, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

19-წლამდე ლიგის ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდა. ლოკომოტივმა საკუთარ მოედანზე სამტრედია 12-1 დაამარცხა და უშუალო მდევარ დინამო თბილისს 1 ქულით აჯობა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული