წყალტუბოს სტადიონის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება [PHOTO]

AutoSharing Option
წყალტუბოს სტადიონის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და წყალტუბოს მერიის ერთობლივი პროექტით, სტადიონზე დაიგო ბუნებრივი საფარი, მოეწყო სადრენაჟე და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდა 500 ინდივიდუალური სკამი, გადაიხურა ტრიბუნები, გაკეთდა VIP და პრესლოჟები, დამონტაჟდა ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები.

ამჟამად, მიმდინარეობს სარბენი ბილიკის დაგება და სტადიონის შემოღობვა.

სტადიონის სრული რეაბილიტაცია მომდევნო წლებში ეტაპობრივად განხორციელდება და საბოლოოდ, დაახლოებით, 3000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

მომზადებულია წყალტუბოს "სამგურალის" ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია,მაგრამ დალოცვილებო,თუ სახურავს აკეთებ,ისე გააკეთე,რომ მთლიანად გადახურულიყო ტრიბუნები.განა რამდენი სხვაობა იქნებოდა ღირებულებაში?გადახურვა აშკარად მსუბუქი ტიპისაა.
სოსო
15:15 10-12-2018
0
და რუსთავის სტადიონმა რა დააშავა? ელემენტარულად საფარი ვერ დაგიგიათ რომ რუსთავმა რუსთავში ითამაშოს...გულშემატკივრებს გვსურს მატჩებზე დასწრება და რატომ უნდა ვიაროთ თბილისში თუ გუნდს სახლში აქვს თამაში? ბრავო ფეხბურთის ფედერაციას...
მე
15:17 10-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული