გურამ კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვეს

AutoSharing Option
პრეზიდენტმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით საზოგადო მოღვაწეები დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა:

• ისაია – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი (ზურაბ ჭანტურია)
• თემურ ჩხეიძე - რეჟისორი,
• ზურა კიკნაძე - მეცნიერი,
• გელა კანდელაკი - რეჟისორი,
• მანანა მენაბდე - მუსიკოსი,
• ლევან ჭოღოშვილი
- მხატვარი,
• ქეთი ხუციშვილი - ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელი,
• სვენდ ვოგე - მუსიკათმცოდნე,
• გურამ კაშია - ფეხბურთელი.

გიორგი მარგველაშვილმა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მიღებას ესწრებოდნენ: დიპლომატიური კორპუსის, მედიის, სასამართლო ხელისუფლების, ომბუდსმენის, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, იუსტიციის საბჭოს, ადვოკატთა ასოციაციის, ეროვნული პრემიის, შეწყალების კომისიის, საპატრიარქოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, სავაჭრო პალატის, აუდიტის სამსახურის, ოლიმპიური კომიტეტის, ფეხბურთის ფედერაციის, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტთან.

მომზადებულია საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდის მიხედვით


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჯაბა კანკავამ მოედანზე ,მოწინააღმდეგის ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა და კინაღამ ხელის თითები ბოლომდე მოაჭამა გონდაკარგულმა ფეხბურთელმა.ეს უფრო დიდი ჰუმანიზმი არ იყო?მაგრამ არა,მარგველაშვილმა კაშიას სხვა დამსახურებებისათვის კი არა,ცისარტყელას შებმისათვის და ჰომოსექსუალიზმის მხარდაჭერისათვის დააჯილდოვა და თან დაურთო,რომ ეს ქვეყნისათვის აღმატებული ღვაწლია.წესით ბრწყინვალების ორდენის კავალერი ახალგაზრდობისათვის მიბაძვის ობიექტი ხდება და ძაღლის თავიც ალბათ აქ არის დამარხული.ბავშვებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა.როგორ სამარცხვინოდაც დაიწყო მარგველაშვილმა თავისი მოღვაწეობა,იმაზე უფრო სამარცხვინო საქციელით დაამთავრა.ერთი იმედი დამრჩა,რომ სალომე ზურაბიშვილი არასოდეს დაუჭერს მხარს ამ მარაზმს,მაგრამ სამაგიეროდ მთავრობა და პარლამენტი საეჭვოდ კეკლიცობს და ვეჭვობ მათშიც ბევრი იქნება ამ უბედურების მიმდევარი.გურამ კაშიას,როგორც ფეხბურთელის მიმართ,არასოდეს მითქვამს აუგი და არც ვაპირებ,მაგრამ მისგან ბოდიშის მოხდას იმ მოტივით ვითხოვდი,რომ მისგან ცისარტყელას შებმა, ბავშვებისათვის ამის პროპაგანდა გამოვიდოდა,ის ხომ სამაგალითოა ქართველი ბავშვებისათვის.გურამმა არ მოინდომა ეს და აგერ დაუფასეს კიდეც.ქართველი ბავშვები კი ვის ახსოვს.ამ მოტივაციით დაჯილდოებაზე,გურამ კაშიამ, ვფიქრობ უარი უნდა თქვას და მისი მხრიდან ეს იქნება ერთადერთი სწორი საქციელი.ხოლო თუ მიიღებს,მაშინ ჩემთვის და ალბათ ყველასათვისაც,ყველაფერი გასაგები იქნება.
სოსო
11:14 11-12-2018
7
რამდენ დიდ სპორტსმენს მიაყენა ამით შეურაცხყოფა და ბრწყინვალების ორდენსაც ფასი დაუკარგა ამ მართლა პლასტელინამ
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
10:28 11-12-2018
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული