შოთა არველაძე: ეჭვობდნენ, რომ გადასახადებს ვმალავდი და "აიაქსიდან" წავედი - ცუდი პერიოდი მქონდა

AutoSharing Option
ნიდერლანდური ჟურნალი elfvoetbal.nl საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს შოთა არველაძეს ესაუბრა. მან "აიაქსში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"აიაქსში" როდესაც გადავედი, არავინ მიცნობდა. მაშინ ინტერნეტი ყველას არ ჰქონდა, არაფერს ვამბობ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. ჩემმა თანაგუნდელმა მარტინ როიზერმა მისტერ ბინი შემარქვა. არ ვიცოდი, ეს ბინი ვინ იყო. შემდეგ ტელევიზორში ვნახე და ბევრი ვიცინე. ჩემი თამაშიდან გამომდინარე, მოგვიანებით Showtime-ს თიკუნიც მქონდა.

"აიაქსში" როგორც ფეხბურთელს და როგორც ადამიანს პატივს მცემდნენ. 1997 წელს გუნდში რაფაელ ვან დერ ვაარტი, ჯონ ჰეიტინგა, კრისტიან კივუ, ვესლი სნეიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და
მაქსველი მოვიდნენ. ტოპ-ფეხბურთელები იყვნენ. მათთვის ჩემთან ერთად თამაში პატივი იყო (იცინის).

ეჭვობდნენ, რომ გადასახადებს ვმალავდი და "აიაქსიდან" წავედი. ეს ჩემს კარიერაში კარგი პერიოდი არ იყო. "აიაქსთან" კონტრაქტი კიდევ წელიწადი მაკავშირებდა, თუმცა თამაშის უფლება აღარ მომცეს. 2001 წელს "რეინჯერსში" გადავედი. მიუხედავად ამისა, "აიაქსი" ძალიან მიყვარს. ოთხი წლის შემდეგ "აიაქსის" მაშინდელი მწვრთნელი დანი ბლინდი მიწვევდა, შემეძლო გუნდში დაბრუნება, მაგრამ მარკუს როზენბერგი შეიძინეს. გული დამწყდა და "ალკმაარში" გადავედი, სადაც ასევე ძალიან კარგი პერიოდი გავატარე".

გამოცემა აღნიშნავს, რომ მარკო ვან ბასტენის შემდეგ შოთას ლუი ვან გაალი თავისი ოცნების გუნდის საუკეთესო ბომბარდირად მიიჩნევს - მან "აიაქსში" 124 მატჩში 72 გოლი გაიტანა, ხოლო "ალკმაარში" 89 მატჩში 48 გოლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
შოთა არველაძე - ჩემთვის და ასევე ბევრისთვის ყველაზე საყვარელი ქართველი თავდამსხმელი და ზოგადად ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესო ქართველი პროფესიონალი სპორტსმენი...შოთა როცა ნაკრების შემადგენლობაში იყო იმდღეს ყოველთვის იმედიანად ვიყავი რომ თუნდაც ერთ გოლს გავიტანდით...წარმატებები შოთა
ოთო
09:45 14-12-2018
1
და მაგით დაამტკიცე, რომ არა გქონდა გადახდილი. ბევრ ფულს აკეთებ? ბევრს იხდი. წესი წესია. მე ვიხდი 40%- მეტს.
:DDDD
08:41 14-12-2018
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული