აზერბაიჯანელებს სურთ ნაკრები უცხოელს ჩააბარონ - მთავარ კანდიდატად შოთა არველაძე მოიაზრება

AutoSharing Option
არაა გამორიცხული შოთა არველაძე აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს.

გურბან გურბანოვი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ერთადერთი ადგილობრივი სპეციალისტი იყო, რომელიც აზერბაიჯანის ნაკრებს ედგა სათავეში, მაგრამ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა, გადააყენეს და მის ნაცვლად ისევ უცხოელის დანიშვნა უნდათ.

"აზერისპორტმა" სასურველი კანდიდატების ხუთეული შეადგინა და მათ შორის "პახტაკორის" ამჟამინდელი თავკაცი შოთა არველაძეა.

"ქართველი სპეციალისტი ამჟამად უზბეკეთის "პახტაკორს" უდგას სათავეში, მაგრამ ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა სამუშაოდ აზერბაიჯანში ჩამოსულიყო, კარგა ხანია მუსირებს. ჯერ ეს იყო ბერტი ფოგთსის წასვლის მერე, შემდეგ "ნეფტჩიში" ტარლან ახმედოვის
შემცვლელად მოიაზრებოდა. მიზეზი - უკვე რამდენიმე წელია მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია არველაძე ნაკრების მწვრთნელის გამონთავისუფლებულ პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატი იყოს", - წერს საიტი.

ეროვნული გუნდის მწვრთნელობის კანდიდატებად "აზერისპორტი" აგრეთვე რობერტო დი მატეოს, ჯანი დე ბიაზის, პოლ ლე გუენსა და მასიმო კარერას მოიაზრებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არაფერ შუაშია ამ თემასთან მაგრამ უზბეკეთი და ტაშკენტი ძლიერ მიყვარს ანუ (მევასება). ძალიან მომეწონა ხალხი და საკვები ამას წინათ რო ვიყავი.
და ღამის ცხოვრება უკეთესი, ვუკეთესი.
z.kaloria
10:49 11-12-2018
3
შოთი და ბიძო დინამოში))
Zviads
08:54 11-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული