ხაშურში სტადიონის მშენებლობა იწყება

AutoSharing Option
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობას იწყებს.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6.2 მილიონი ლარია.

პროექტის დეტალები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ და ხაშურის მერმა, გიორგი გურასპაშვილი ადგილზე განიხილეს.

სამუშაოს ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით.

ასევე, მოეწყობა ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები.

პროექტი, ასევე ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას. პროექტის განხორციელება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის
დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

მომზადებულია mdf.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯერ ეროვნული ლიგის სტადიონებს რო მივხედოთ, არა? სირცხვილია, ზოგიერთი ისეთი სტადიონია..
ქუთაისელი
11:51 20-12-2018
3
ეს ხელოვნური საფარი თან საქართველოში რა უბედურებაა. მორწყვა თუ ჭირდებოდა არ ვიცოდი. ძალიან მაინტერესებს მოვისმინო არგუმენტი ბუნებრივ საფარს რატომ არ აკეთებენ?
Georgian football
10:42 20-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული